მეც ძალიან მინდა წასვლა და გერმანია მინდა ყველაზე მეტად მაგრამ აქ არის ერთი დიდი 'მაგრამ' რომელსაც რა უნდა ეშველოს არ ვიცი
მოკლედ, ერთი წელია რაც გეპეიში ინფორმატიკისა და მართვისსისტემების ფაკულტეტი დავამთავრე და როგორ! ნიშნების ფურცელი მაგრა გამიტრაკებს ვიცი - ძალიან დაბალი ქულები მაქვს. 51-60 ქულიანი შეფასებები მაქ ბევრი. რაც კი გეპეიში შეფასება მიმიღია აქედან ნახევარი 51-60 ქულიანებია.
არადა, სწავლა მინდოდა, მაგრამ როცა ვნახე რომ რაღაც მომენტში ლექტორებზე მეტი ვიცოდი იმედი გამიცრუვდა და დავიწყე დამოუკიდებლად სახლში ჩემ თავზე მუშაობა და ვსწავლობდი იმას რაც მაინტერესებდა. ნიშნებს კიდე ყურადღებას აღარ ვაქცევდი - რაში უნდა გამომადგეს ცარიელი ნიშნები და ეგრე რა. ახლა კი ვნანობ მარა რა იზამ...
ვიცი ეს დიდ პრობლემას შემიქმნის და გამოსავალს ვერ ვხედავ. და ვერც უნივერსიტეტების კეთილი ნების იმედი ვერ მექნება, რომ ამაზე თვალს დახუჭავენ.
მირჩიეთ რა რამე, როგორ მოვიქცე