Aiesec საერთაშორისო, ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს განახორციელოს სტუდენტების გაცვლა სხვადასხვა ქვეყანაში. (სტაჟირება)
როგორც მოგეხსენებათ რამოდენიმე თვის წინ ჩვენ 50–ამდე სტუდენტი გავამგზავრეთ სხვადასხვა ქვეყანაში სტაჟირების მიზნით.
გატყობინებთ, რომ იწყება 2010 წლის გაცვლითი პროგრამის ახალი, მეორე შესარჩევი ეტაპი, რომლის დაწყების სავარაუდო დროა ივნის–ივლისი.
რა არის საჭირო?
1. ინგლისურის ენის ცოდნა. (მინიმუმ სალაპარაკო დონეზე).
2. რამოდენიმე შესარჩევი ტურის გავლა.
პირველი ტური არის ონლაინ აპლიკაციის შევსება ლინკზე:
http://exchange.aiesec.geაპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. ძალიან გთხოვთ გარკვევით და არ გამოტოვოთ არცერთი ველი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აპლიკაციას არ განვიხილავთ!
შემდეგ ტურებში ხდება გასაუბრება ჩვენთან და ასევე ბიზნეს კეისი.
ამ ტურების გავლის შემდეგ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წახვიდეთ:
ევროპა
• Poland
• Hungary
• Romania
• Slovakia
• Turkey
• Ukraine
• Russia
აზია
• India
• China
• Malaysia
ეს მხოლოდ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია. მოგეხსენებათ, რომ Aiesec თანამშრომლობს მსოფლიოს 110 ქვეყანასთან.
ჩვენი წარმომადგენლები ამ დღეებში ჩაატარებენ პრეზენტაციებს თბილისის თითქმის ყველა უმაღლეს აკრედიტირებულ სასწავლებელში, ძალიან გთხოვთ დაესწროთ პრეზენტაციებს, რათა მიიღოთ უფრო მეტი, ამომწურავი ინფრომაცია ამის შესახებ. პრეზენტაციის დაწყების თარიღი და დრო იხილეთ უნივერსიტეტის INFO BOARD–ზე.
ყველას გისურვებთ წარმატებებს. თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა მოგვწერეთ:
exchange@aiesec.ge
bachana@aiesec.ge