ეპიდემია და ჯანდაბა მე არ მეშინია მთავარია არ შემხვდეს
aLEXandre vashaმე გალაკტიონის "მესაფლავე" მიყვარს..
* * *
"სიმართლის დრო" დაიწყო წადით უყურეთრამე გაიგეთ
* * *
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ...
* * *
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..