რა ნაცნობი სიტუაციაა

წელს შემოიღეს ნიშნების წერის სულ სხვაგვარი სისტემა, მასწავლებლებმა (მოგეხსენებათ) თითოეულ მოსწავლეს უნდა გამოიყვანონ 4 კომპონენტის ნიშანი რაღაც მოქმედებებით, ეს არც ისე რთულია - თუმცა მასწავლებელთა უმრავლოსობისთვის ეს რაღაც კატასტროფა აღმოჩნდა - ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამდა - ეს რა მოაფიქრდათ, წინათ მხოლოდ გამრავლებადა შეკრებას/გამრავლება/გაყოფას ვასრულებდითო - ახლა კი პროცენტები გვაქვს გამოსაყვანიო(თითქოს პროცენტის პოვნა რაიმე სხვა მოქმედებას მოითხოვდეს

)და ამ წუწუნს არაერთი გაკვეთილი შეეწირა კიდეც...
ჩემი დამრიგებელი (60 წლისაა) ახლა ისწავლა პროცენტის გამოთვლა, სულ იმას ამბობდა რომელი მათემატიკოსები გვნახესო

..
მე და ჩემმა მეგობარმა - ორ-სამ მასწავლებელს გამოვუყვანეთ ნიშნები.. ისე, მართლა დამღლელი პროცესია

ჯერ თითოეული მოსწავლის ნიშნის ამოწერა კომპონენტების მიხედვით, მერე გამოანგარიშება ამდენი ბავშვის ნიშნის, მართლა დამღლელია...
ძალიან ცუდადაა საქმე ობიექტურობასთან დაკავშირებით, მასწავლებელების უმრავლესობას სულ დავიწყებული აქვს ამ სიტყვის მნიშვნელობა.. ნიშნის წერისას ძირითადი კომპონენტები არა ნამდვილი კომპონენტები, რომელიც ჟურნალშია მითითებული, არამედ ის თუ ყავს თუ არა მამა ან დედა, ვისი შვილია, რამდენად ნიჭიერია, ძალიან გავრცელებულია ასევე რამოდენიმე ბავშვის ამოჩემება და ხშირად მაგალითად მოყვანა - ჩემთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია, თუნდაც ის ბავშვი მე ვიყო,.
ძალიან მომრავლებულია არაკვალიფიციური მასწავლებლები - არაკვალიფიციურობაშI პირველ რიგში გაკვეთIლის ჩატარების მეთოდს და გაკვეთილის პროცესის გაუმართაობას ვგულისხმობ, ასევე მასწავლებლები თავიანთი მოღვაწეობის სფეროში არაკომპეტენტურები არიან, რაც საშინელებაა.
ჩემი ქიმიის მასწავლებელი 40 წუთს ქვეყნის საქმეების, საგანმანათლებლო სტრუქტურის გამოუსადეგარობის და მსგავს საკითხებზე საუბარს ახმარს.. მხოლოდ ბოლო 5 წუთს ახსენდება თავისი ჭეშმარიტი მოვალეობა - შედეგი? შედეგი ძალიან ცუდი - ელემენტარული რაღაცეებიც კი არ ვიცით კარგად...
ისტორიის მასწავლებელი - ორი მოსწავლის გარდა (30 ვართ კლასში) დანარჩენებს განებაშეზღუდულებად მიგვიჩნევს, გაკვეთილის პროცესიც ძალიან უინტერესოა (არადა შეიძლება კი ისტორია უინტერესო იყოს?! )..
ინგლისური მასწავლებელმა ძალიან ცუდად იცის ინგლისური...
ქართულის მასწავლებელი - ჩამორჩენილი აზროვნებისაა - ვერ იტანს განსხვავებულს აზრს, შეწინააღმდეგებას.. ნუ თუ გაბედე და განსხვავებული აზრი გამოთქვი მაშინ ძალიან ცუდად მოგექცევა... კითხვებსაც ორაზროვანს და გაუგებარს სვამს.. ამას თავი რომ დავანებოთ, პასუხებთანაც თავისებურია, დავუშვათ პასუხი თუ არის ლამაზი და თუ უპასუხე მშვენიერიო - გამოდის რომ სულელი ხარ და არაფერი არ იცი...
მათემატიკის მასწავლებელი - თავისი ცოდნით განთქმული კაცია, უჭკვიანესი და უკეთილშობილესი, მაგრამ მასწავლებლად არ გამოდგება( ჩემი აზრით ) - მის გაკვეთილზე დიდი არეულობაა, 30-დან მხოლოდ სამი ბავშვი თუ უსმენს დანარჩენები სხვადასხვაგავარად ერთობიან (ნუ როგორც მოზარდები ერთობიან ხოლმე). ხშირად მასწავლებლის ხმა არ მესმის (არადა სუულ წინ ვზივარ) და არც ჩემი ხმა ესმის მასწავლებელს - ამას რომ შეამჩნევს მაშინ ბრაზდება და დაიყვირებს ისე საშინლად, რომ ძალიან მეცოდება (ასაკოვანია), ერთხელ ისე გაბრაზდა სათვალე ისროლა და ერთ-ერთ მოსწავლეს მოხვდა, მერე იმდენი მოდიშები იხადა. ძალიან პატიოსანი კაცია..
ეჰჰჰ