1925 წელს მოხდა ის რამაც ქართული საერო და საეკლესიო კულტურა პრაქტიკულად საბოლოოდ დაუკავშირა, კომუნისტურ მოძღვრებას... "მასშიც შეაღწია 25 ოქტომბრის კომუნისტურმა რევოლუციამ"!..
რა მოხდა ამ ავადსახსენებელ წელს?!
მოდით ჯერ გავეცნოთ წინაპრობას:
1921 წელს საქართველოში შემოდის რუსული ჯარები და ახდენენ მის ოკუპაციას. შემდგომ წლებში მიმდინარეობს ქართველთა მასობრივი რბევა, კაცთა კვლა, ქალთა გაუპატირებები, ეროვნული ღირსებების შელახვა, რაც საბოლოოდ ჩვენ ქართველთ რევოლუციისაკენ გვიბიძგებს. 1924 წლის 28-29 აგვისტოს ქართველთა მიერ მოწყობილი განმათავისუფლებელი ბრძოლა მარცხით დამთავრდა რასაც შეეწირა ქართველთა საკმაოდ დიდი ნაწილი, და განადგურდა ერთი თაობა!
შემდგომ ამისა ლენინისეული და საეროთ კომუნისტური გამოხტომა შეეცვალათ კალენდარი, წარმატებული გამოძახილი ჰპოვა საბჭოთა "ინტელიგენციაში"! აღსრულებაშიც მალე მოიყვანეს "განაჩენი"... ამიერიდან 25 ოქტომბერი 7 ნოემბრად ცხადდებოდა, ანუ დიდი კომუნისტური თარიღი ორი კვირით გადაიწია. მაგრამ ჯანდაბამდე გზაც ჰქონია კომუნისტურ რეჟიმსაცა და კომუნისტებს. ამას მოჰყვა ერთი ყველაზე დიდი და შეუნდობელი ცოდვა - 25 დეკემბერი, ხორციელად შობა უფლისა ღმერთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, გადავიდა 7 იანვარს... და დაიწყო საუკუნოვანი გაუგებრობა...

საოცარია, შეიძლება არა ძირითარი, მაგრამ ერთ-ერთი გავლენის მომხდენი სწორედ საბჭოთა სისტემა იყო.
შემდგომ მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, მართლმადიდებლური სამყაროს 90% დაბრუნდა კვლავ ძველ, ტრადიციულ და ისტორიულ კალენდარზე, ანუ შობას 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ... მაგრამ ჩვენ ქართველნი არა! და რატომ? იმიტომ რომ ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი აზროვნებს პროგრესულად, პატივს არ სცემს არც ტრადიციულ და არც თანამედროვე შეხედულებებს!
მაგრამ მაინც რატომ უნდა იყოს შობა 25 დეკემბერს და არა 7 იანვარს?! მოდით დავიწყოთ დაკონკრეტება და თითოეული საკითხის დეტალურად განხილვა!
ანტიოქიის საეკლესიო კრებაზე განხილულ იქნა შობის საკითხი და მიღებულ იქნა დოკუმენტი რომლის თანახმადაც: ქრისტე იშვა იმ პერიოდში როდესაც ღამე აჩერებს ზრდას და იწყებს კლებას ანუ 20-25 დეკემბრამდე. დადგინდა ისიც რომ ეს დღე კალენდრულად ემთხვეოდა 24 დეკემბრის გვიან ღამეს ანუ იმ დროს როდესაც საათი 12-ს უკვე დიდი ხნის გადაცილებული იყო. გამოდის რომ ქრისტე ბეთლემს 25 დეკემბერს იშვა და განკაცდა.
ამას მოჰყვა მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში ამ დღის მართლაც რომ დიდი ზეიმითა და ლოცვით აღნიშვნის ტრადიციის დაბადება, რამაც საქართველოში თავისთავად უცებ მოიკიდა ფეხი.
დეკემბერს ქართულად ქრისტესშობისთვე ქვია. დღესასწაულებიც 25 ქრისტესშობისთვეს იმართებოდა. ასე გრძელდებოდა იმ დაწყევლილ 1925 წლამდე როდესაც კომუნისტური რეჟიმის გავლენით წმინდა სინოდი არ დაემორჩილა სატანისტ კომუნისტ მბრძანებლებს!
შეირყა დავით აღმაშენებლისეული ტრადიცია, გიორგი ბრწყინვალისეული ტრადიცია, თამარისეული ტრადიცია, ილიასეული ტრადიცია, კირიონისეული ტრადიცია და ჩაენაცვლა სოციალისტური დოგმა რომლის მარწუხებიც დღემდე, 21 საუკუნემდე მოსდევს საზოგადოებას.
მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე მართლმადიდებელ სამყაროთა უდიდესმა ნაწილმა მიიღო დადგენილება რომლის თანახმადაც შობა უბრუნდებოდა ტრადიციულ თარიღს - 25 დეკემბერს. 25 დეკემბერის სტილით შობას აღნიშნავს:
კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო;
ანტიოქიის საპატრიარქო;
ალექსანდრიის საპატრიარქო;
რუმინეთის საპატრიარქო;
ბულგარეთის საპატრიარქო,
ელადის (საბერძნეთი) სამთავარეპისკოპოსო;
ფინეთის ეკლესია;
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
ნურც იმას დავივიწყებთ რომ ზემოთჩამოთვლილი საეპისკოპოსოები აღდგომას და საერთოდ ყველა სხვა დღესასწაულს ჩვეულებრივ, ჩვენნაირად ზეიმობენ...
მაგრამ არსად ჩანს საქართველო... და რატომ? იმიტომ რომ ქართულ ეკლესიაში სწორი გზა ვერ უპოვიათ. და ეს არა იმიტომ რომ მათ არ შესწევთ ამის უნარი, არამედ იმიტომ რომ მათ არ აძლევენ გასაქანს... ეს უკანასკნელნი კი ფარისეველნი და ბრბოს ბრმა წარმომადგენელნი არიან! მათ არ აქვთ საშუალება იაზროვნონ პროგრესულად ან შეგნებულად არ აკეთებენ ამას და თავიანთი "ფარისევლური მოძღვრებით" არც წმინდა სინოდს, არც პატრიარქს და არც საზოგადოებას არ აძლევენ გასაქანის საშუალებას! მათი ნაწილი ციხეში ზის საბედნიეროდ (ბასილის ხელმძღვანელობით)... მაგრამ ნურავის ნუ გგონიათ ესენი სულელნი და გაუნათლებელნი იყვნენ... პირიქით, მათი განათლება უდიდესია, უდიდესს შორის და ცდილობენ ეს ბოროტად გამოიყენონ, მოგვაწოდონ მცდარი ცოდნა და შეხედულებები ამა თუ იმ აქტუალურ-სოციალურ, ან რელიგიურ საკითხთა მიმართებაში!
და ასეც რომ არ იყოს ნურვის ნუ დაგავიწყდებათ ქრისტეს სიტყვები: სანამ მე რამეს დამწამებდეთ და ქვებს მესროდეთ მანამ საკუთარ გულებში ჩაიხედეთ როგორი უცოდველები ხართო...
და ამის შემდეგ გამოვა ვიღაც ფარისეველი და ქრისტეს სახელით კაცს მოკლავს... აი თანამედროვეობის მწარე რეალობა რომელსაც ჩვენ იისფერი მინებით გვანახებენ!
დროა გამოვფხიზლდეთ ძმებო და დებო! ჩვენი სიტყვა ვთქვათ სადაც გვეთქმის! ხელშეუხებებლი არაფერია ღმერთის გარდა! თვით სახელმწიფოებიც კი ჩნდებიან და ქრებიან მსოფლიო რუქაზე, და ერთი კალენდარი ვერ შეგვიცვლია?!
და ნურვის ნუ დაგვავიწყდება რა დღეა 25 დეკემბერი! ამ დროს სინათლე საბოლოოდ იმარჯვებს სიბნელეზე და დღე იწყებს ზრდას!
თუმცა ერთ სასაცილო ფაქტსაც გეტყვით: თუ ასე გადატანა გაგრძელდა, რაც ამ კალენდრის მახასიათებელია, გავა რამდენიმე ასეული წელი და შობას შუა ზაფხულში ვიზეიმებთ.
და ბოლოს, მაინც, სახელმწიფოს კალენდრითად და ეკლესიის კალენდრითაც 25 დეკემბერს მოდის შობა, უბრალოდ როდესაც ეკლესია ამას აღნიშნავს მაშინ სახელმწიფოში 7 იანვარია. ეს არის და ეს.