რა სურთ კაცებს - მოთხოვნა ქალის რაობის შესახებ!===============(ნაშორომი საზოგადოების შესახებ)===============!===

===!
"რას წარმოვიდგენდი ადამიანის ნეკნი თუ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი ყოფილიყო" - აღვნიშნე მე ფორუმელებთან ერთად ქიფისას, როდესაც ქალთა სადღეგრძელოს დრო დადგა. მაგრამ კითხვა ისმევა, გულწრფელი ვიყავი თუ არა მაშინ? ვცებოდი თუ უბრალოდ მეჩვენებოდა? თუ მართლაც, ქალი, ეს ნეკნისაგან შექმნილი მშვენიერება, სწორედ იმ ყვავილთა მეფეს წააგავს, რომელის მოწყვეტაც ფაქტობრივად შეუძლებელია..
რამდენჯერ გამღიმებია საკუთარ თავზე - შე კაცო რა გიყვარს ვირტუალურ სამყაროში, მულტიპლიკაციასა და იაპონურ ანიმაციაში?! მაგრამ პასუხი ჩემი თავისთვისვე გამიცია: გიო, ერთი შეხედე ადამიანებს, როგორი უხარისხო მსახიობებს გვანან, არც კი იციან რომელი როლი თუ სტატუსი მოირგონ, ვერც ბიუროკრატობანას თამაშობენ, ვერც სიმკაცრეს ინერგავენ, ვერც გულთბილი და ემოციურები ხდებიან, არც კეკლუცობა შეუძლიათ..
არაგულახდილობის, ტყუილის ზეიმია!
ვის რა უნდა ისიც არ იციან, არაფრით კმაყოფილები არ არიან!
როცა თავი ბევრს გმირად მოაქვს, მაგრამ როცა ბრძოლაზე მიდგა საქმე, ღმერთმა უწყის ვინ სად გარბოდა..
და მერე ისმევა კითხვა.. რა სურთ კაცებს?!
ეს არ ვიცი, მაგრამ ქალი, რომ აყალიბებს კაცის ქცევას და კაცი ქალისას ეს კი ცხადზე უხადესია. თითქოს ერთმანეთის აზრის გათვალისწინება საერთოდ არ ხდება და ჩვენი პრინციპებით ვცხოვრობთ არა?! მაგრამ ჩვენი პრინციპებიც კი სხვათა შეხედულებების და შენიშვნების, ქებისა და კამათის შედეგად გაჩენილი პირმშოა, რომელიც ზრდასთან ერთად საკმაოდ იცვლება.
მაგრამ მაინც, როგორები არიან დღეს ქალთა დიდი უმრავლესობა?
არა, პირდაპირ თქმას აზრი არ აქვს, ზოგს ეწყინება, ზოგიც ვერ გაიგებს, ზოგიც სხვას გადააბრალებს და ასე შემდეგ. თან გაიხსენეთ ბატონი ფარსმან სპარსის სიტყვები, ირიბად უკეთ ხვდებაო.
მაგრამ ფარსმანას დედაც!
მოკლედ ერთხელ თუ მაინც შეგიხედავთ გვერდიდან ქალების ქცევისათვის და შედეგ ან წიგნი წაგიკითხავთ, ან მულტიპლიკაცია გინახავთ, ადვილად შემაჩნევთ განხვავებას. როგორი უბრალოები, ბუნებრივები, კეკლუცები, მხიარულები და მრავაფეროვნები არიან, თან ისეთები ყველაფერს გულწრფელად, რომ აკეთებენ, ამბობენ და ასე შემდეგ. თავიანთი გულწრფელობა და ამით აღმოცენებული ხასიათი დაბუნება გარეგნობაზეც ისახება, თან ისე ორიგინალურად, ერთი გაგეღიმება და იტყვი: კაცო, ეს ხომ ბუნებრივია, ამაში საოცარი რა არისო, მაგრამ ასეთი ბუნებრივობა რეალობაში პრაქტიკულად არ არსებობს.
ქაოსია, უბრალო ქაოსი.. ყველა ქალს საკუთარ თავში ერთგვარი ანარქია აქვს ჩანერგილი, არ იციან საით მიდიან და რა უნდათ, ან უკეთ რომ ვთქვათ უნდათ გაიგონ რა უნდათ, თუმცა დღეში სამჯერ ცვლიან თავიანთ პრინციპებს და სერიოზული პოზიცია არავის აქვს შენარჩუნებული. ხან სეროზული ქალის მდგომარეობას იხდენენ, ხანაც
"ველსპიკური" სუბკულტურის მიმდევრებად გვევლინებიან.
მაგრამ საკუთარი თავი ვერ უპოვნიათ.
განათლებას და სიბრძნეს არც არავინ ითხოვს, მაგრამ ძალით სიბრძნისეული გამოვლენის ჩვეულება რომ არის დამკვიდრებილი ძალიან ბევრ ქალში ეს მაოცებს. უადგილო ადგილას გამატული რწმენა, ფილოსოფია და ერთგვარი სიბრიყვე უფროა ეს.
მინდა ჩვენი თანაფორუმელის, ნინოს ხელმოწერა მოვიყვანო წინა აბზაცის ხორცშესასხმელად:
-ვაა რა სექსუალური ხარ © მე
-ამ მარხვაში ასეთ სიტყვებს რატომ იძახი? © ჩემი ჯგუფელი
რას ხედავთ ამაში თუ არა ფარისევლურ-გაუნათლებელ სეპარაციას ნორმალური ადამიანობიდან?!
პასუხი თქვენთვის მომინდვია.
და ამის შემდეგ გკითხავთ მე თქვენ: ქალებო, როგორი სჯობს იყოთ, უბრალოდ ისეთები, როგორი ბუნებაც გაქვთ - მხიარული, თავისუფალნი, კეკლუცნი, უბრალონი და ამასთანავე ამ უბრალოობით ორიგინალურნი, თუ ისეთნი, როგორსაც ე.წ. "სტერეოტიპთა კოალიცია" მოითხოვს?! უკაცრავად მაგრამ ეს "სტერეოტიპთა კოალიცია" სწორედ ადამიანებმა ჩამოაყალიბეს და თუ მისი შეცვლა გნებავთ ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება, რადგან სწორედ ადამიანურ ბუნებაზეა ის მორგებული და არა ზებუნებრიცზე.
ყოველთვის მიყვარდა "სპრაიტის" რეკლამა: იყავი ის ვინც ხარ!
ამას წინათ ხმამაღალი გამოსვლა მქონდა სოციოლოგიის სემინარზე, ტრიბუნაზე ვიდექი და ვსაუბრობდი ტოტალიტარული რეჟიმის სიავეზე და ბოროტ საწყისზე, მაგრამ როდესაც ადამიანზე მიდგა საქმე წამით გამეღიმა და ღღმა ფიქრის შემდეგ ვთქვი:
"იცით ადამიანს სახელმწიფო ავალდებულებს იყოს ისეთი როგორიც თვითონ სახელმწიფოს უნდა, მაგრამ ამას ადამიანის ნებად ნათლავენ, ხოლო ტოტალიტარული რეჟიმი ადამიანს ავალდებულებს იყო ისეთი, როგორიც თვითონ პიროვნებას უნდა, ოღონდ ამას აკეთებს ძალით და ნათლავს თავის, ანუ ზეადამიანურ ნებად. არადა არსებობს უამრავი ლოზუნგი ასეთი ავტორიტარული ან ტოტალიტარული რეჟიმისა, რომელიც სწორედ პირველ საწყისზე, ანუ თავისუფალ ბუნებაზე დაბრუნებას გულისხმობდა, თუმცა ვაი რომ შეფუთვა და რეალობა იყო სულ სხვანაირი და ნაგავი, ამიტომაც დაინგრა ყველა ასეთი რეჟიმი"!.. ტაში.. ლექტორს ეღიმება და მსვავს. შემდეგ პირადი საუბრები..
ყველაფერი ტოტალიტარული ნაგავია, მაგრამ ყველაფერი ბიუროკრატიული ვითომ დემოკრატიით შეფარული რაღაა თუ არა გულის ამრევი სპექტაკლის ნაირსახეობა?!
და მაინც, როგორი უნდა იყოს ქალი?!
ისეთი, შეეძლოს საუბარი ნებისმიერ თემაზე ისე რომ სირცხვილისაგან ღაწვები არ უწითლდებოდეს, მაგრამ არც ცივი და რკინის მანქანად ქცეული იყოს, შეეძლოს ფეიერვერკის დანახვისას თავისი სიხარულისა და ემოციის გამოხატვა, ანუ სიხალისის არდამალვა! იყოს გაცემაზე აქცენტირებული, ერთგვარი სიხარულით მზუნველი, თითქოს ანგელოზი, უმანკო.. შეეძლოს თავის მოვლაც და ბავშვური და შესაძლო, საჭირო, მკაცრი ბუნების გაღვიძებაც, რომელიც, ზოგადად, მიძინებულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
თუმცა ეს არ არის უნივერსალური თვისებები და ყოველდღიური, ან მთელ ცხოვრებაზე გათვლილი, მაგრამ მდედრები ცხოვრების ამ ეტაპს საერთოდ ტოვებენ და უკვე 12 წლისებს დიდი ქალობა უნდათ, 15-17 წლები "ველსობენ", 18-24 წლებში მკაცრი და ელიტარული საზოგადოების კულტურას ეზიარებიან. 25-30 წლისები ვერ ხვდებიან რა ხდება მათთ თავს, თხოვდებიან... 30 წლის ზემოთ კი ფიქრობენ, რომ რაღაც გამოტოვეს, რაღაც დააკლდათ, მაგრამ რა?!
პასუხი ზემოთ მიწერია, მაგრამ გავიმეორებ - უბრალოობა, თავისუფლება, რომლის გადანაწილებაც სწორედ 25 წლამდე შეეძლოთ..
დიდი მადლობა
ე.წ. "მეტა": nikaaa07 - რომელთანაც გუშინ ვილაპარაკე ამაზე rock in rose - რომელმაც კითხვა დამისვა ამაზე caqtus - რომელთანაც 13 წელია ამ საკითხზე ვმსჯელობ