ამ თემასაც მიუძღვის წვლილი ნიუტონზე არჩევანის გაკეთებაში ამიტომ აქაც დავდებ ჩემს პოსტს პოლიტგანყიდან.
ამათ იმენა საბჭოთა საქართველო ქონიათ მოწყობილი როინ მეტრეველი აკლიათ პროსტა

არადა ისე ლაპარაკობენ გეგონება მაგათი მოგონილია საერთოდ სწავლება და ბევრს სწორსაც ამბობენ, იმდენად სწორს რომ მეც დავბოლდი და ბავშვის მანდ მიყვანა გადავწყვიტე. გავიარეთ რეგისტრაცია ვიყავი ღია კარის დღეზე სადაც დირექტორმა დეტალურად აგვიხსნა როგორ მოხდებოდა ბავშვების ჩარიცხვა იყო 60 ადგილი და დაახლოებით 180 მსურველი. აგვისხნა რომ ბავშვებს ჩაუტარდებოდათ სკოლისთვის მზაობის ტესტი და ამის მიხედვით მოხდებოდა ჩარიცხვაც. მოკლედ გავიარეთ გასაუბრება და იქ გვითხრეს 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში იქნება პასუხებიო. ჩვენ სხვა სკოლებშიც გვქონდა განაცხადი და უკვე პასუხს ითხოვდნენ და ამან ცალკე დისკომფორტი შეგვიქმნა, ამ პერიოდში 2 კვირა ძალიან დიდი დროა 150 აპლიკანტის შესაფასებლად, მე ველოდებოდი მაქსიმუმ 3-5 დღეს. მოკლედ მოგვივიდა პასუხი რომ ჩვენი შვილი 60 კაცში ვერ მოხვდა 150 დან. გამოგიტყდებით და მე მეგონა რომ ნუ ვერ მოხვდა და ვერ მოხვდა რა ვუყოთ. მაინც დავრეკეთ სკოლაში რომ გაგვეგო რაში იყო საქმე და შევხდით დირექტორს

აქ იწყება ყველაზე საინტერესო:
ტიპი მოდის და იძახის ნაგლად თქვენმა შვილმა კი აჩვენა მაღალი შედეგი (92%) მაგრამ გამსვლელი 94% იყოო

(მერე გავარკვიეთ რომ 94% ვერავინ ვერ მიიღებდა, 1 - შეცდომა 96% იყო, 2 - 92%, ხუთბალიანი სისტემით შეაფასეს და იმიტომ) აქ კი თვალები შუბლზე ამივიდა, როგორ შეიძლება 150 კაცმა ტესტი დაწეროს და 92% ის მიმღები ვერ მოხვდეს პირველ 60 ში თქო? კიო, შეიძლებაო. ჯერ ერთი 60 არ იყოო, 25 ბავშვამდე დედმამიშვილები იყვნენ და ისინი უკონკურსოდ იყვნენო. ჯერ ერთი თუ ეგრეა მაშინ ადგილები ცალკე უნდა გამოუყონ დედმამიშვილებს და კონკურსში არ იღებდნენ მონაწილეობას. კაი მაგას თავი დავანებოთ გინდაც 35 კაცში ყველა ვარიანტში მოხვდება 92% მფლობელი თქო. მოკლედ აბსოლუტური დემაგოგია დაიწყო ამ ძალიან მარტივ ფაქტზე, ჩვენთან უკვე ნარჩევი ხალხი მოდისო

და ამიტომ არის ეგეთი შედეგებიო. ტესტის ჩვენებაზე რა თქმა უნდა უარი განაცხადა, საშუალო შედეგი არ ახსოვდა

. ჩვენს სკოლაში მოქმედ პოკერისტებს ვუტარებთ ტესტებს პოკერზე და მე არ მახსოვს შემთხვევა 22-24 კაცში 5 კაცზე მეტს ეჩვენებინოს 90%+ შედეგი. ჯერ რა ნარჩევი ხალხი მაგათთან მიდის ეგრე რომ გონია და ეგრეც რომ იყოს მაინც ვერ იქნება ეგეთი შედეგი.
მელაძის არაადეკვატური პასუხების შემდეგ დავეჭვდი და ვეცადე გამეგო რეალური შედეგები. აღმოჩნდა რომ ეს გასაუბრება და ტესტი იყო თავიდან ბოლომდე ფარსი და მიღებულთა სიასთან ტესტის რეიტინგს არავითარი დამოკიდებულება არ ქონდა, არამარტო ჩემი შვილი არამედ იმ სამი ბავშვიდან ერთ-ერთი რომელმაც 100%-იანი შედეგი აჩვენა არ მიიღეს, რადგან ეს ვითომ გასაუბრება თავიდან ბოლომდე იყო სპექტაკლი და უშუალოდ დაკომპლექტება მოხდა სულ სხვა კრიტერიუმების შედეგად.
საქართველოში ვცხოვრობთ და არ გვიკვირს ასეთები, რომ მცოდნოდა წინასწარ შეიძლება მეც ჩამეწყო

მაგრამ ეგ სკოლა სწორედ იმიტომ ავარჩიეთ რომ არ მეგონა თუ მანდაც ასე იქნებოდა. მათ დეკლარირებული აქვთ რომ პირველები იბრძვიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ, სამწუხარო მხოლოდ ეგ არის, მაგრამ სადაც მღვდელი ბიზნესმენია, ოფიციანტი ძველი ბიჭი, მასწავლებელი რომ ფარისეველი იყოს არ უნდა გაგვიკვირდეს. უბრალოდ თუ ასე გაგრძელდა ყოველთვის "საქართველოში" ვიცხოვრებთ.
P.S. სულ რომ გვეხვეწნონ ბავშვს მანდ აღარ მივიყვანთ და ეგ პირდაპირ ვუთხარი მელაძეს, უბრალოდ მინდა რომ სხვები ვინც შეიძლება ჩემსავით ფიქრობდნენ არ დარჩნენ მოტყუებულები და ეს როინ მეტრეველები კაი ტიპები არ ეგონოს. დეგა ზოგჯერ მართალია ეს ჰევროქართველები სულითხორცამდე კომუნისტები არიან
GeoPoker.ge - პირველი ქართულენოვანი რესურსი პოკერზე.
fb.com/PokerforGeo - LIVE ტრენინგი ტეხასურ ჰოლდემში, 200 ლარამდე სასტარტო კაპიტალი.