088სწავლა 9:30-დან 17:00 საათამდე. სხვადსხვა უნბებიდან მოგვყავს მოსწავლეები - ტრანსპორტირების სქემა ისე დაგეგმილი, რომ ამ სხვადასხვა უნნებიდან წამოსული მიკროავტობუსები თავს ერთდროულად იყრიან ბაგებში და ბაგებიდან უსაფრთხოების მანქანა აცილებს და ჩამოაცილებს კოლონას.
კვება ორჯერადია - ერთი სრულფასოვანი (პირველი , მეორეთი), ხოლო მეორე სამხარია...
ამ სემესტრამდე საგაკვეთილო პროცესი 15:00 საათამდე იყო და შემდეგ იწყებოდა წრეები. ამ სემსესტრიდან რაღაცეები შევცვალეთ - კერძოდ წრეების დიდი ნაწილი გადავიდა საგაკვეთილო ნაწილში სავალდებულო ფორმით და დაემატა 16:00-17:00 საათამდე გაკვეთილების მომზადების დრო, თუმცა ეს უფრო აქტუალურია მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის, რადგან დაწყებითები გაკვეთილების დიდ ნაწილს ისედაც სკოლაში ამზადებენ, თუმცა სკოლის პოლიტიკაა, რომ რაღაც ნაწილი აუცილებლად სახლში გააკეთოს დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამოსამუშავებლად.
დამატებით, თუ სურვილი იქნა, სამშაბათი და ხუთშაბათია საკლუბო დღე - ანუ დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ პრატიკულად ნებისმიერ კლუბს, რაც მათ სურთ თუ, რა თქმა უნდა, შეგროვდება მინიმალური რაოდენობა მსურველებისა. მაგალითად ცურვა, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ფლეიტა, ფოტოხელოვანთა წრე და ა.შ. - რასაც მშობლის ფანტაზია გასწვდება. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მშობლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილმა, ვთქვათ, გიტარაზე იაროს, მაქსიმალური კომპფორტი შევუქმნათ და სკოლაში მოვუყვანოთ გიტარის მასწავლებელი და არა მშობელმა ატაროს სკოლის მერე გიტარაზე, რაც დამატებით ხარჯს და დროს მოითხოვს ტანსპორტირებისას.
სკოლაში ფორმებია, რომელიც ანალოგია დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლისა.
საკმაოდ კარგადაა მოწყობილი, კარგი ინფრასტრუქტურა აქვს.
გვესმს, რომ სკოლა რაც არ უნდა კარგი გარემონტებული და სუფთა ჰაერზე იყოს - ეს არაა მთავარი და მთავარია მასწავლებელი და ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლებს, მათ ხარისხს და მუდმივად ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
თითქმის ყოველ თვე ან თვეში ორჯერ ან ბრიტანელები ჩამოდიან ჩვენთან ან ჩვენ ჩავივართ იმათთან და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. იანვარში 8 საუკეთესო მოსწავლე გვყავდა 2 კვირით უფასოდ დიდ ბრიტანეთში.
კიდე რაიმე კითხვები თუ გექნათ არ მოგერიდოთ, მზად ვარ საპასუხოდ...
* * *
ჰო, მე-2 კლასიდან შედის ინგლისური, მესამედან რუსული... ინგლისურის გარდა აქვთ სალის ოფ ბრიტან - კურსი, რმელიც დიდი ბრიტანეთის კლუტურას და ტრადიციებს აცნობთ და ეხმარებათ ენის უკეთ აღქმაში;
პირველივე კლასიდან არის უნარები, ზედა კლასებში ემატება ლიტერატურული კითხვა... კიდევ უფრო მაღალ კლასებში - თანამედროვე ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის საფუძვლები ინგლისურად უტარდებათ.
საბოლოოდ, სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე, გარდა ქართული ატესტატისა იღებს ყველა იმ სიკეტეს რასაც მოსწავლე მიიღებდა ბრიტანეთში და უპრობლემოდ შეეძლება სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში.
ნუ, დსისციპლინა კიდე ცალკე საკითხია - აქ ბრიტანელებს ვერავინ შეედრება და ჩვენც ინტენსიურად ვნერგავთ მათ ნოუ-ჰაუს ამ მიმართულებით.