ნუცას სკოლა კი არა კორუფციის ჭაობია
რეგისტრაცია ერთი თვის დაგვიანებით იწყება, ცხრილები რეგისტრაციიდან კიდევ ერთი თვის მერე და კიდევ ერთი თვის მანძილზე ცვლიან ამ ცხრილებს აქტიურად. რომ გგონია დააწყვე ყველა საგანი და სახლში დამშვიდებული გულით ბრუნდები, მეორე დღეს აუდიტორიაში სულ სხვა ლექტორი გხვდება. მოკლედ ეს ერთი დიდი თავის ტკივილი.
მერე ის რომ როგორც უკვე თქვეს, კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებ სულ რომ თავი გაიგიჟო. მოკლედ დარბიხარ პამპულასავით დეკანატსა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს შორის. ბოლოს რათქმაუნდა მაინც გაღიმებული რჩები

სასემინარო ჯგუფში ჩაწერა ხო ნამდვილი ხოცვა-ჟლეტაა, რომელსას ძალიან სწორად უწოდეს თსუ-ს ფორუმზე ვირთხების რბოლა. თუმცა საგნებზე რეგისტრაციაც არ არის ნაკლები. ელოდები ელოები ელოდები როდის დაიდება საგნები სმს თსუ გე-ზე. და რომელი პუნქტუალურები ეგენი არიან კიდე, მოკლედ ელოდები ელოდები ბოლოს გბეზრდება ყოველ 5 წუთში შეხედვა და გარეთ გახვალ. ხოდა სახლში დაბრუნებული რთავ ისევ სმსთსუგე-ს და ხედავ რომ ყველა ნორმალურ ლექტორთან ადგილი შევსებულია და საუკეთესო შემთხვევაში გიწევს მასთან ჩაწერა ვისთანაც არ გინდოდა არანაირად. მაგრამ შეიძლება ამ ბედნიერებამაც გვერდით ჩაგიქროლოს, საგანზე სტუდენტების დაშვებული რაოდენობა უკვე შევსებული იყოს და საერთოდ მომდევნო სემესტრში მოგიწიოს მისი გავლა... თუ ისევ გაღიმებული არ დაგტოვეს

ლექტორების ირონიულ-თავხედურ გამომეტყველებაზე და ქცევაზე აღარაფერს ვამბობ. თვითნებობაც არის და თვითნებობაც, მარა იმას რასაც მე ვხედავდი უბრალოდ შესაფერისი სიტყვა არ აქვს. (ეს ყველა ლექტორს არ ეხება რათქმაუნდა)
მოკლედ დეტალების დაწერა მეზარება მარა რეფორმები მარაზმში რო გადასდით ეგ ფაქტია
* * *
mimoza