ახლა გპასუხობ
1. ტრავმის, მაგალითად ხელის მოტეხილობის დროს პირველ რიგში ამოწმებ ღიაა მოტეხილობა თუ დახურული, თუ ღიაა მაშინ ძალიან დიდი სიფრთილეა საჭირო, რადგან კანი, კუნთები და სისხლძარღვებიც დაზიანებულია ძვალთან ერთად. ამ შემთხვევაში არ მიეკარო, ხოლო თუ დახურულია მაშინ რამე მაგარი საგანი უნდა აიღო, მაგალითად ფიცარი და მისი საშუალებით მოტეხილობა დააფიქსირო, თუ ხელის მოტეხილობაა აქეთ-იქითად ხელს ფიცრების მაგვარ მაგარ რამეს დაადებ და მერე ზედ ნაჭერს გადაუჭერ
ნეკნის მოტეხილობის დროს საჭიროა დაშავებულმა ღრმად ამოისუნთქოს და ასეთ მდგომარეობაში დააფიქსირო მისი პოზიცია
2. სისხლდენის დროს უნდა ნახო ჭრილობა ღიაა თუ დახურული, ღია ჭრილობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო ის ვენურია, არტერიული თუ კაპილარული. არტერიული სისხლდენის დროს სისხლი შადრევანივით ასხვას და ღია შეფერილობა აქვს(ალისფერი), ვენურის დროს მუქი ფერიასაა სისხლი
სისხლდენის შემთხვევაში დაათვალიერე ჭრილობა და ნახე ხომ არ არის უცხო საგანი ჩარჩენილი, თუ სუფთა წყლის საშუალება გექნება მაშინ მობანე ჭრილობა და დაადე საფენი, მაგრად შემოუჭირე, მაგრამ ისეც არა, რომ სულ გალურჯდეს და გაიყინოს ის ნაწილი, თუ ასე ძალიან მოგივიდა მაშინ ცოტა მოუშვი საფენს(ლახტი არ გამოიყენო!!!)
შემდეგ დაზარალებულს აწვენ ზურგზე და თუ ფეხიდან აქვს სისხლდენა, მაშინ ფეხებს აუწევ, მაგრამ თუ კიდური მოტეხილიცაა ამასთან ერთად, მაშინ აწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია
შინაგანი სისხლდენის აღმოჩენა ცოტა რთულია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ძირითადად ტრავმების დროს ვითარდება, თუ ადამიანი შოკში ჩავარდება, ფერი დაეკარგება, ოფლი ასხავს, მაგრამ ცივი ოფლი(ეს მნიშვნელოვანია), მაგრამ სისხლი არ მოჟონავს არსაიდან, მაშინ ეჭვი უნდა მიიტანო შინაგან სისხლდენაზე..
ზურგზე დააწვინე დაზარალებული, არ აჭამო და არ დაალევინო არაფერი, მარტო ტუჩები დაუსველე, პულსი უმოწმე ხშირად და მედპუნქტში გადაიყვანე
კიდევ თუ რამე გაინტერესებს მკითხე

უი ასთმაც გაინტერესებდა, ასთმის დროს თუ ინჰალატორი არ აქვს ავადმყოფს, მაშინ უნდაა დააჯინო სკამზე ან სადმე და სხეულის ზედა ნაწილი(ტორსი) წინ წააწევინო(არ დააწვინო!!!), უნდა ისუნთქოს ნელა და ღრმად, მერე გამოუძახე ექიმს...
გულის წასვლის დროს დაზარალებულს დააწვენ და ფეხებს აუწევ(სისხლის ნაკადი ტვინს რომ მიეწოდოს) მიეცი მეტი ჟანგბდი ანუ 10 კაცი რომ დაეხვევა ხოლმე გულწასულს მასე არ შეიძლება, ამის შემდეგ ცნობიერება რომ დაუბრუნდება ნელ-ნელა წამოაჯინე და მედპუნქტისკენ ჰერი-ჰერიიიიი
This post has been edited by rock in rose on 23 Apr 2010, 16:35