გგონია, რომ რახან ვერასოდეს ჩაწვდები ამ წერილის აზრს დაწერას აზრი არა აქვს?ძალიანაც აქვს

იქნებ მიხვდე ამ წერლის აზრს მაგრამ დარწმუნებული ვარ ვარ ვერ მიხვდები
რატომ?!
იმიტომ, რომ შენ ასეთი რაღაცეებზე არ ფიქრობ.
შენ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადაიჩეხო უფსკრულში მაშინ, როდესაც მე დახმარების ხელს გიწვდი.
ვცდილობ მიგახვედრო, რომ შემიძლია შენი დახმარება, მაგრამ შენ მაინც არ იშლი შენსას.
იცი…
თუმცა რა უნდა იცოდე?! ჯერ ხომ შეკითხვა არ დამისვამს.
იცი, მეც ვარ ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჯიუტი, მეც იშვიათად მჯერა სასწაულების, მეც იშვიათად მჯერა ადამიანების, მეც იშვიათად მჯერა იმის, რომ ადამიანები ჩემი დახმარებისა თუ გადარჩენის სურვილითა და შესაძლებლობით აღსავსენი არიან.
მაგრამ იქნებ არიან?
რატომ არ გინდა მომენდო?
ნუთუ ასე გიჭირს?
ნუთუ არ შეგიძლია ადამიანის ნდობა?
იცი…
თუმცა რა უნდა იცოდე?! ჯერ ხომ შეკითხვა არ დამისვამს.
იცი მეც ძალიან რთულად თუ ვენდობი ადამიანს.
იმედი ხშირად გამცრუებია და იმიტომ.
მე არ გპირდები კოშკების აგებას, რადგან აგურები არ მაქვს.
მე არ გპირდები ვარდისფერ სათვალეს, რადგან მინები არ მაქვს.
მე არ გპირდები მუდმივ სიცილს, რადგან საკმაოდ ხშირად ვტირი.
მე არ გპირდები მუდმივად კარგ ხასიათს, რადგან მე თვითონ ვარ ხშირად ცუდად.
შენ უბრალოდ ჩემსკენ შემოტრიალება გჭირდება, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხო.
და
ამ
დროს
მე
შენ
გაგიმხელ
ყველაზე
დიდ
საიდუმლოს:
მე შენს გვერდით ვარ!!!