ამოცანა 8
არქეოლოგიურ გათხრებზე ორმა სტუდენტმა _ ნინომ და ლევანმა _ ქოთანი
იპოვა. მათ სცადეს დადგენა, ქვის ხანის რომელ – A, B თუ C– პერიოდს
განეკუთვნებოდა ის. ამასთან დაკავშირებით მათ შორის ასეთი დიალოგი
გაიმართა:
ნინო: შესაძლოა, ეს ქოთანი C პერიოდს განეკუთვნებოდეს,
რადგან მას ორივე მხარეზე აქვს ყური. ჩვენმა
ლექტორმა კი გვითხრა, რომ ასეთი ორყურა
ქოთნები C პერიოდიდან მოყოლებული გვხვდება.
ლევანი: მოხატულობას დააკვირდი, ჩვენი ლექტორის
ინფორმაციით, ქოთნის ასეთი მოხატულობა
მხოლოდ A პერიოდიდან მოყოლებული გვხვდება.
ნინო: მართალია, მაგრამ ეს ვერ უკუაგდებს ვარაუდს, რომ
ქოთანი C პერიოდს განეკუთვნება.
აქ დისკუსიაში ლექტორი ჩაერთო.
ლექტორი: თქვენი დაკვირვებები სწორია, მაგრამ საბოლოო
დათარიღებისთვის ქოთნის გამოწვის მეთოდიც უნდა
გავითვალისწინოთ – ამ მეთოდით გამომწვარი
ქოთნები მხოლოდ B პერიოდიდან მოყოლებული
გვხვდება. ასე რომ, ეს ქოთანი სწორედ B პერიოდს
განეკუთვნება.
თუ სტუდენტებიცა და ლექტორიც სწორად მსჯელობენ, როგორია აღნიშნული
პერიოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა?
(a) A periodi B-ze adrindelia, B ki _ C periodze adrindeli (ABC).
(b) A periodi C-ze adrindelia, C ki _ B periodze adrindeli (ACB).
(g) B periodi A-ze adrindelia, A ki _ C periodze adrindeli (BAC).
(d) C periodi B-ze adrindelia, B ki _ A periodze adrindeli (CBA).
(e) C periodi A-ze adrindelia, A ki _ B periodze adrindeli (CAB)
რატომ არის სწორი პასუხი ბ და არა გ ??
(ქართული ფონტით ვერ ვაკოპირებ და რა ვიცი რატომ)
===========
http://convert.ge/ge/text.shtml This post has been edited by Miss_Manette on 17 Jul 2010, 20:18