ლოლ
ამ შეცდომებს სპეციალურად უშვებენ??
http://naec.ge/more.php?id=389&rig_no=100&lang=geoგამოცხადდა - არა - სიით
8384 - 205 - 6589
აბიტურიენტების ქართულის გამოცდაზეც რაღაც მსგავსი დაწერეს მგონი,
ამათ უნდა ნაწერი უნდა ანდო ადამიანმა?..
* * *
sherlie_333საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N127
2005 წლის 28 მარტი ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების
დამტკიცების შესახებ....
მუხლი 21.2. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების
გასაჩივრება (26.06.2009 N 433)
1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი
წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს
21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე,
საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო
ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ
დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად
დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის
დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას
ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის
დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ
(აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში
აცნობებს აბიტურიენტს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში
სპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი
გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას - მისი ნაშრომის
გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას - მისი
ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის
დარღვევისას - მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოცდების
ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ
შემთხვევაში, საგამოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო
პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
This post has been edited by Teа on 8 Jul 2010, 00:45