Leonhartაუცილებლად...რა შეწუხებაა
პირველ რიგში გარემო მომენატრება, უნივერსიტეტის ძველ მერხთან ჯდომა და ლექტორის ვითომ ხუმრობაზე სიცილი.
კიდევ კოლოქვიუმზე იმ ადამიანის ძებნა ვისაც ორი კალამი აქვს და ფურცელს ვინც ამომიხევს...
მეექვსე კორპუსის წინ მთელი დღე ჯდომა და იმის შეგრძნება, რომ მე სტუდენტი ვარ და ფეხზე მკიდია სხვა ყველაფერი.
მოშიებულზე ფულის უქონლობის გამო იქვე ფურნაში გაქცევა ბიჭებთან ერთად და ლავაშების ჭამა, ანუ ფურნას ჩემთვის ჰქვია კეკელიძის "Fast Food".
წლის ბოლოს სირბილი და იმის ფიქრი "ოღონდ ამ გამოცდებს გადამარჩინა და მერე ვსოო"....
გვიან დამთავრებული ლექციები და ერთად ბოდიალი....
და კიდევ უამრავი რაღაც.....
ასე რომ, იმედია გასაგებად ავხსენი...თუმცა ეს შეიძლება ჩემთვის ნიშნავს რაღაცას და არა სხვისთვის, რომ გაიგოს ეს