Ode_Rock
http://mandaturi.gov.ge/ შედი ამ საიტზე და ბევრ რამეს გაიგებ ამ სამსახურის შესახებ.........
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების მუხლი 2.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები (29.04.2011 N 54/ნ)
1. სამსახურის მიზანია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცხოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთა;
გ) მოზარდ მოსწავლეთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა.
2. თავისი მიზნების მისაღწევად სამსახური:
ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას (ცივი იარაღის ტარება, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარება, ჯანმრთელობის დაზიანება, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);
გ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, მათ ქცევაზე დაკვირვებას და მათ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
ე) უზრუნველყოფს მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის ინფორმირებას სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვას და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულებას, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენას და კონფლიქტის მოგვარებას;
თ) აწარმოებს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებს;
ი) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
კ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენას და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენას;
ლ) ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა;
ნ) კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებს სპეციალურ საშუალებებს.