ამ სემესტრში ჯავახიშვილში პირობები გაცილებით გააუმჯობესეს. პროგრამისტები ბიოლოგების კორპუსში გადაიყვანეს, რომელიც ძალიან კარგად გაარემონტეს, თანამედროვე ტექნიკით, კომპიუტერებით, ყველაფრით. მე დავამთავრე წელს ეგ მიმართულება. ისე ჩვენი ლექტორი ვინც იყო პროგრამირებაში, ის იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის 1-1 ლექტორი. კარგი ლექტორები გვყავს ისეთ საგნებში, რაც უშუალოდ პრორგამირებას ეხება. სწავლაც ძალიან გართულდა და გამკაცრდა. საგამოცდო ცენტრი გვიტარებდა გამოცდებს ბოლო წელი და შესაბამისად გადაწერები, შპარგალკები და მსგავსი მაიმუნობებიც აღარ არის

)
მე პირადად ასეთ რამეს გირჩევდი: პროგრამისტად ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ გაქცევს. უნივერსიტეტს შეუძლია მოგცეს მიმართულება, შეგასწავლოს საფუძვლები და საწყისები, ხოლო ღრმად სწავლისათვის უკვე აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და პრაქტიკული გამოცდილება. თსუ მოგცემს საკმაოდ მყარ საფუძველს, მიმართულებას და მე პირადად 5000 ლარით ზედმეტს არ გადავიხდიდი რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს

მითუმეტეს ეხლა, როდესაც ვიცი რა სწავლებაა თავისუფალ უნივერსიტეტში(ჩემი და სწავლობს მანდ, და ხშირად არის უსამართლობები და მიკერძოებები ლექტორების მხრივ. კარგია იმით, რომ ძალიან ბევრ პრეზენტაციებს აკეთებინებენ, ბევრი ლექტორია ჯავახიშვილიდან, რამოდენიმე ჩემიც ასწავლიდა)
წარმატებებს გისურვებ
* * *
კი ერთი და იგივეა, და რაც შეეხება სამსახურს, დამიჯერე, კარგი პროგრამისტი სამსახურის გარეშე არაფრით არ დარჩება. მაგალითად ჩემს კურსზე ვინც კი ოდნავ აზროვნებდა, ყველამ ვნახეთ სამსახური უკვე მეორე-მესამე კურსებიდან
* * *
კი ერთი და იგივეა, და რაც შეეხება სამსახურს, დამიჯერე, კარგი პროგრამისტი სამსახურის გარეშე არაფრით არ დარჩება. მაგალითად ჩემს კურსზე ვინც კი ოდნავ აზროვნებდა, ყველამ ვნახეთ სამსახური უკვე მეორე-მესამე კურსებიდან
insaneCoderეს ლინკები არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, უბრალოდ ერთ გვერდზე დევს ლინკი, რომელიც გადადის მეორე გვერდზე

შინაარსით ერთი და იგივეა
This post has been edited by tami_synergy on 12 Jul 2010, 15:26
ჩემი ხატი, საქართველო, შენა ხარ...
www.strategist.ge სტრატეგიული კლუბი მოაზროვნეთათვის. გადავჭრათ რთული ამოცანები ერთად