მეგობრებო თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება
2011-ში დავამთავრე ბაკალავრიატი (ჰუმანიტარული ფაკ)
ჩემი პროფესიით არ მიმუშავია ( თუ არ ჩავთვლით ნიუტონის თავისუფალ სკოლაში 4 თვე დამხმარე მასწავლებლად მუშაობას,რაც ყველაზე ახლოსაა იდეაში მაინც ჩემს საქმესთან) არც არანაირი აქტივობა არ მაქვს, (აქ წავიკითხე რო ეგეც პლიუსიაო)
ბუღალტრად ვმუშაობ 2 წელია უკვე (გავიარე კურსები და ა.შ)
მინდა გავაგრძელო სწავლა ჩემი პროფესიით ან ზოგადად ჰუმანიტარული განხრით
ხო არ ჯობია ჯერ აქ ჩავაბარო მაგისტრატურაზე და მერე ვცადო უცხოეთში წასვლა?
თუ არაფერს მომცემს აქ ჩაბარება?
gpa-ც არ მაქვს სახარბიელო, შეიძლება ითქვას რო დაბალია
(სწავლა რო დავამთავრე მგონი მერე გავიგე მაგის შესახებ

)
ნუ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე
საერთოდ ბაკალავრზე ხო არ ჩავაბარო აქ თავიდან (მარა მგონი ეს დროის კარგვა იქნება)
სხვა განხრით რამდენად მაქვს შანსი?
რა ვქნა არ ვიცი, ძაან ავირიე