საშინელი რაღაც არის ეს მობილობა. ყოვლად უაზროდ არის მოფიქრებული !!! ბევრი საკითხი აქვთ გაუთვალისწინებელი...
იქნებ ცოტას დაფიქრდნენ ხოლმე და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ მანამდე მის პრობლემატურ საკითხებზეც დაფიქრდნენ...
პირადად ჩემი პრობლემა ასეთი არის. როდესაც 2007 წელს ჩავაბარე მაშინ პრიორეტი 10 იყო. ახლა 12 გახადეს.
ანუ ჩემი სკალირებული ქულა, აუცილებლად დაბალი იქნება 2009 წელს ჩაბარებულ სტუდენტთან შედარებით...
ანუ რა გამოდის? მე ყველა საგანში 100 რომ მიმეღო და სხვას 50, იმის სკალირებული ქულა მაინც მაღალი იქნება ჩემთან შედარებით.
ეს მობილობა კიდევ სწორედ სკალირებული ქულით ხდება და ანუ მე კონკურენციას ვერანაირად ვერ გავუწევ სხვა სტუდენტს, რომელსაც
ჩემზე ორჯერ ნაკლები ქულები აქვს მიღებული. აბა ეს არის სწორი ახლა?! დღეს ვიყავი განათლების სამინისტროშI და რავი, ყველა მეუბნება
კი მართალი ხარ და უსამართლობა არისო, მაგრამ მინისტრის ბრძანება არის ასეთიო. ხოდა ხვალ ჯერ სარჩელს შევიტან და მერე ვნახოთ თუ განიხილავს
სამინისტრო რა ბრძანებას გამოიტანს. თუ არადა სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ შენსავე უნივერსიტეტში ფაკულტეტი რომ შეიცვალო, იქაც სკალირებული ქულებით გინსაზღვრავენ და იქაც არ გაქვს მოხვედრის შანსი..
თუ ვინმეს გაქვთ ამგვარი პრობლემა შეგიძლიათ შემეხმიანოთ