ესეიგი შესანიშნავი პასუხი მოვიდა მეილზე :
ჩემი მიწერილი აი ეს არის :
გამარჯობათ, მოგმართავთ ერთ-ერთი აბიტურიენტი, აბიტურიენტებს მოუთმენლობა აწუხებთ, ქართულის პასუხებს ელოდებიან.
ქალბატონმა მიმინოშვილმა , ტელეკომპანია - " მაესტროსთან" მიცემულ ინტერვიუში , განაცხადა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების პასუხები გამოქვეყნდებოდა 26 ივლისს, მაგრამ ამაოდ. ასევე ტელეკომპანია - "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი , სადაც გაკეთდა განცხადება, რომ ტესტის პასუხი გამოქვეყნებული იქნებოდა 27 ივლისის პირველ ნახევარში, როგორც ვხედავთ შუადღეა, სიცხეა და 15 საათიც მალე შესრულდება, მაგრამ ტესტის პასუხები ჯერ არ არის ცნობილი.
გთხოვთ კონკრეტული პასუხი მაცნობოთ ამ გაურკვეველი სიტუაციის შესახებ, მსურს გავიგო როდის დაიდება ქართული ენისა და ლიტერატურის პასუხები, ვინაიდან გავავრცელო ზუსტი ინფორმაცია აბიტურიენტებში, ასევე მათ მშობლებში.
ნუ მოიმდურებთ მათ.
პატივისცემით - გიორგი გოჩიაშვილი.
ხოლო პასუხი ეს :
ჩვენც ველოდებით ჯგუფს, რათა გადმოგვიგზავნონ შედეგები... ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით... ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ სავარაუდოდ დგეს პირველი და მეორე ვარიანტი მაინც იკნება... მესამე და მეოთხე ალბათ ხვალ... კიდევ ერთხელ გიმეორებთ ზუსტად ვერ გეტყვით
------------------------------------------
აჰა და დაწყნარდით, ვინმეს თუ არ გჯერათ მოგცემთ ჩემი მეილის პაროლს და ნახეთ
ასე რომ დავწყნარდი მე
This post has been edited by ბეტო on 27 Jul 2010, 15:03