MBA-ზე ვინც აპირებთ, რომელ უნივერსიტეტებში რეგისტრირდებით?
მე დავრეგისტრირდი CSB-ში და ESM-ში(

). ალასანიას მგონი საერთოდ არ აქვს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, მაგრამ მანდ არ ვიცი აზრი აქვს კი? და კიდევ, იქნებ გამარკვიოთ, თსუ-ს "ეკი" (ევროპული კვლევის ინსტიტუტი) <<< აქ რა ხდება საერთოდ? (სადღაც ვნახე მაგათი მათემატიკის შიდა გამოცდის ნიმუში და გული გადამიქანდა... )
მოდი, არ დაიზაროთ და დაწერეთ რა, სად შეიძლება თბილისში MBA-ზე სწავლა, მიღება და რეგისტრაცია როგორ ხდება და ა.შ.
მე რაც ვიცი, მოგახსენებთ:
რეგისტრაციისთვის თითქმის ყველგან ითხოვენ ამ საბუთებს:
პირადობის ასლი;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
დიპლომის დანართის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2 ცალი ფოტოსურათი;
სამხედრო მოწმობის ასლი ვაჟებისთვის;
და აპლიკაციის ფორმა (ყველგან თავისი აქვთ)
მიღება ყველგან განსხვავებულად ხდება, ზოგგან შიდა გამოცდებს აბარებ, ზოგგან გასაუბრებას გადიხარ, etc. მისაღები ქულები (ეროვნულის) თითქმის ყველგან ერთია: 30-35. ზოგგან მინიმალური ზღვარი უნდა გქონდეს გადალახული, ანუ მგონი 20.
CSB-ში ონლაინ აპლიკაციას ავსებ
http://cu.edu.ge/?l=2&i=129&i2=12680მისაღები მოთხოვნებია:
ეროვნული გამოცდების ქულა მინ. 30;
საკონკურსო თემა: მოტივაციის წერილი (მაქს 500 სიტყვიანი) ინგლისურ ენაზე;
შიდა გამოცდები ინგლისურში და მათემატიკაში;
სამუშაო გამოცდილება;
გასაუბრება.
ხო, დავამატებ, ესეც შიდა გამოცდის ნიმუში:
http://cu.edu.ge/data/file_db/Jobs/Nimushi_ntUBVbfJz.docESM-შიც ონლაინ აპლიკაციას ავსებ
https://spreadsheets.google.com/a/freeuni.e...qdFVrUVJPS1E6MAმისაღები მოთხოვნები:
ეროვნულებში მინ. ქულა (მნიშვნელობა არ აქვსო, მთავარია მინიმუმი გადალახული გქონდესო და როგორც მახსოვს ეს მინიმუმი 20 ქულაა);
გასაუბრება (ერთადერთი გასაუბრებით წყვეტენ მიღებას);
2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელი პირობაა.
საქართველოს უნივერსიტეტი (ალასანია) << აქ რა უნდათ და რას ითხოვენ, ვერაფერი ვერ გავიგე.
აპლიკაციის ფორმა:
http://www.ug.edu.ge/docs/mag_aplikacia_2009.docდა საჭირო საბუთების ჩამონათვალს დაუმატეთ:
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; (

amat xo yvelafershi fuli unda gaaketon) და რეკომენდაცია
დანარჩენზე არაფერი არ ვიცი და ველი თქვენგან ინფორმაციებს.
ხო, მემგონი ცალკე თემის გახსნას აზრი არ აქვს, თუ მაინცდამაინც, ნება თქვენია
This post has been edited by ნათია on 23 Aug 2010, 14:08