აი, თურმე რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი:
.......................................................................
http://www.naec.ge/index.php?id=416&lang=geoაბიტურიენტმა/მაგისტრანტობის კანდიდატმა 2010 წლის 26 სექტემბრამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადი უნდა წარადგინოს (სსიპ – გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტერებში) გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით. თანხა დაუბრუნდება:
1. აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს მიერ ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის საფასური, ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში;
2. აბიტურიენტს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა აბიტურიენტად რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტი.
3. აბიტურინტს/მაგისტრანტობის კანდიდატს საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება.
გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა დასრულდება 26 სექტემბერს.
თანხები გაიცემა 2010 წლის 26 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე ,,სახალხო ბანკის“ ფილიალებში;
......................................................................................
ეს განაცხადი ყველამ უნდა შეავსოს?
მე არც ზედმეტად\ან შეცდომით გადამიხდია (მხოლოდ რეგისტრაციის 50 ლარი გადავიხადე) და არც აპელაცია შემიტანია და რაში მჭირდება?
* * *
დღეს დეკანატში შევედი, მაგრამ მდივანმა მკვახედ მიპასუხა: ახლა არ მცალია, სხვა დროს მოდიო.
ხომ ვერ მეტყვით, ფაკულტეტის დეკანატში მაგისტრანტობის კანდიდატებთან რისი ხელშეკრულება ფორმდება?