მოკლედ აქაც ჩვენ ვართ ჯერ
მთავარია ნუ ინერვიულებთ რომ რამეს ვერ მოასწრებთ ან ვერ გააკეთებთ
არაფერი ძნელი არაა და ყველაფერი ზუსტადაა დროში გათვლილი და ჩატეული.
თავის წიგნებზე მიხლა და ღამეების თენება არაა აუცილებელი
მთავარია გაკვეთილზე მიხვიდეთ და არ გააცდინოთ.
მათემატიკას ვინც აბარებთ სახლში დაწერეთ ხოლმე დავალებები აუცილებლად. მასწთან როცა ხარ სულ სხვანაირი მომენტია რარაცას იკითხავ რაღაცში დაგეხმარება, სახლში დამოუკიდებლად, მარტო თუ გააკეთებ მაგალითს ან ამოცანას ჩათვალე რომ იცი.
უნარებში ყველაზე ცუდი ტექსტის გააზრებაა და თავიდანვე დაიწყეთ ამაზე ვარჯიში.
გამოცდების წინა პერიოდში დედამ თუ გითხრათ ვიტამინი და დამამშVიდებელი დალიეო კონცერტებს ნუ მოაწყობთ
მართლა საჭიროა
აი მე მთელი წელია ფორუმზე ვეგდე და დროს ვკარგავდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ყვლაფრის გაკეთება.
კარგი ქულები მაქვს და კარგ ადგილას მოვხვდი. ასე რომ წინასწარ ნუ შეგეშინდებათ და ნუ ინერვიულებთ.
წარმატებებს გისურვებთ
GiGlema_შენ განსაკუთრებით
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...