"სეუს" შესახებ 
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, “სეუ”, 2001 წელს დაარსდა.უნივერსიტეტის დამფუძნებელია რექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი. 
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, “სეუ”, აკრედიტებული სასწავლებელია. იგი მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლება აქვს. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი კერძო სამართლის იურიდიული პირია. უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება და შემოქმედებითი მუშაობის წარმართვაა.
უნივერსიტეტი მოიცავს შემდეგ საგანმანათლებლო საბაკალავრო ფაკულტეტებს:  
1. ბიზნესისა და მართვის;  
2. სოციალურ მეცნიერებათა; 
3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების; 
4. არქიტექტურისა და მშენებლობის; 
5. კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტებს.	 	 
მიმდინარეობს ასევე სწავლება შედეგ საგანმანათლებლო სამაგისტრო ფაკულტეტებზე:   
1. ბიზნესისა და მართვის; 
2.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტებზე;
ვებ გვერდი: 
http://seu.edu.geშემოგვიერთდი facebook-ზე 
facebook.com/seu---
ინFო პირველკურსელებისთვის:
რეგისტრაცია სეუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ
პირველკურსელმა სტუდენტმა უნდა შეავსოს ანკეტის ელექტრონული ვერსია უნივერსიტეტის ვებ–გვერდის მეშვეობით და ამის შემდეგ სარეგისტრაციოდ წარადგინოს: 
- პირადობის მოწმობის ასლი; 
- წვევამდელის მოწმობა და ასლი (ვაჟებისათვის); 
- საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი); 
- სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი; 
- 3 ცალი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად; 
- ერთიანი ეროვნული გამოცდების სერთიფიკატი (ასლი). 
პირველკურსელი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას. 
This post has been edited by ведьма on 25 Aug 2010, 22:36