პირველკურსელთა საყურადღებოდ!
პირველკურსელთა რეგისტრაცია
2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით პირველკურსელი ვალდებულია:
• 2010 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის საფასურის გადახდას. სტუდენტს თანხის გადახდა შეუძლია “ლიბერთი ბანკის”, “თი-ბი-სი ბანკისა” და “ბანკ რესპუბლიკის” ნებისმიერ ფილიალში.
• 2010 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით შეავსოს ანკეტის ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდის (www.tsu.edu.ge) მეშვეობით
ანკეტის ელექტრონული ვერსია ვებ–გვერდზე განთავსდება 10 სექტემბრიდან
• მხოლოდ ამის შემდეგ თსუ-ს შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა ვაჟებისათვის (ასლი);
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი);
4. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი)
5. 3 ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
საბუთების მიღება იწარმოებს 10სთ-დან _ 17სთ-მდე შემდეგ მისამართზე:
• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბიოლოგების (XI კოპუსი) მის. უნივერსიტეტის ქუჩა #2 , ოთახი #318, #323;
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ V კორპუსი, II სართული, ოთახი #213.
• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი #201.
• ეკონომიკი სა და ბიზნესის ფაკულტეტი - მაღლივი კორპუსი უნივერსიტეტის ქუჩა #2, I სართული, რესურსცენტრი.
• იურიდიული ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის #3, თსუ II კორპუსი, I სართული ფაკულტეტის კანცელარია.
• მედიცინის ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. # 5, თსუ სამკურნალო- დიაგნოსტიკური ცენტრის /ყოფილი “ლეჩკომბინატის”/ ტერიტორია, შესასვლელი ეზოდან.
შენიშვნა: საბუთების წარმოდგენა ფაკულტეტზე უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ანკეტის შევსების შემდეგ.
• 2010 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია (აირჩიოს სასწავლო დისციპლინები), რისთვისაც საჭიროა მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.
პირველკურსელი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ თსუ-ში სწავლის უფლებას.
თუ არის მსგავსი თემა ჩემი დახურეთ და ლინკი მომაწოდეთ
კიდევ ამ ინფორმაციის გარდა თუ არის სხვა კითხვები განვიხილოთ აქვე : ))
This post has been edited by ImereTinski on 2 Sep 2010, 10:00
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ