ამბობენ საერთოდ 15 ქულას თუ მიიღებო ასე რომ თუ დარწმუნებიტ არ იცით ტყუილად ნუწერთ რა და ნუ უხეთქავთ ხალხს გულს
* * *
მე-12 კლასელები წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს ე.წ. კატის სისტემით ჩააბარებენ
13:54 14-09-2010
მე-12 კლასელები წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს ე.წ. კატის სისტემით ჩააბარებენ .
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა "პრაიმ ტაიმის~ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, წელს მეთორმეტე კლასელებს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
"გადაწყდა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც მოსწავლეებს ატესტატი მიეცემათ, ბავშვები სკოლებშივე კატის სისტემით ჩააბარებენ", - განაცხადა შაშკინმა.
სკოლებში მოეწყობა საგამოცდო კლასი, სადაც დამონტაჟდება სამეთვალყურეო კამერები, იქნებიან, ასევე, დამკვირვებლი და მეთვალყურე.
"მოსწავლეები დასხდებიან კომპიუტერებთან და დაელოდებიან შეკითხვას. პირველ ეტაპზე კონკრეტულ დისციპლინაში ბავშვს მოუწევს სამ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. თუ დაძლევს, უფრო რთული სამი შეკითხვა გამოჩნდება ეკრანზე და ა.შ. თუ მოსწავლე სამ მარტივ შეკითხვას ვერ უპასუხებს, მას უფრო იოლი სამი შეკითხვა მიეცემა. თუკი აღმოჩნდა, რომ მოსწავლე ვერ სძლევს მარტივ საკითხებსაც კი, სერტიფიცირებას ვერ გაივლის და, შესაბამისად, ატესტატსაც ვერ მიიღებს", - განაცხადა შაშკინმა.
მისი თქმით, მოსწავლეებს რვა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გამოცდებში ნიშნები არ დაიწერება (იქნება მინიშნება, რა სირთულის დონე დაძლიეს). მათ კი, ვინც ატესტატის მიღებას ვერ მოახერხებენ, მიეცემათ სკოლის დამთავრების მოწმობა, რომლის ძალითაც მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების საშუალება ექნებათ.
მოსწავლეები, რომლებიც ატესტატებს მიიღებენ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებენ და 4 სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ.