დიდი მადლობა
არწივი9-ს საკუთარი ნაშრომის განთავსებისთვის, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
კოსმოსური ლიფტი კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ.
იმედია კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან პროექტს განვითარებაში.
სანამ ჩვენი რესურსი დღევანდელ სახეს მიიღებდა, 4 წლის განმავლობაში მას უამრავ დროს უთმობდა ჩვენი გუნდი. უბრალოდ შეუძლებელია სამმა თუ ოთხმა კაცმა შექმნას ისეთი ძლიერი რესურსი, როგორიც მართლაც, რომ სჭირდება ქართულ ვებ სივრცეს. მთელი ამ დროის მანძილზე, შეიძლება ითქვას, რომ არ გვიგვრძნია მომხმარებლების თანადგომა. თითქმის ყველა სტატია/გაკვეთილი მომზადებულია ადმინისტრაციის წევრების მიერ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე გამოსწორდება.
რა თქმა უნდა, არაერთხელ მიფიქრია ღირს თუ ამ პროექტზე ასე "ჩაბღაუჭება". უბრალოდ ძალიან მინდა არსებობდეს ქართული რესურსი, სადაც შეგეძლება მიიღო პასუხი შენთვის საინტერესო შეკითხვაზე, გაეცნო საინტერესო ინფორმაციას, ანდაც გაიცნო საინტერესო ადამიანები.
ხშირად, ზუსტად ამ ტიპის რესურსების არარსებობის გამო გამოთქვამენ მწუხარებას, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე დაფიქრდეს "რატომ?". ამ კითხვაზე პასუხი ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ნუთუ არ შეიძლება, რომ გარკვეული დრო გამოყო იმ რესურსის აშენებაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის არქონასაც ასე განიცდი?!!
ადამიანები უნდა გახდნენ ერთმანეთის მამოტივირებლები. უნდა გამოჩდნენ პირველები, პირველადი მოტივატორები, ადამიანები, რომლებიც ბიძგს მისცემენ დანარჩენებს.
მოკლედ, თუ თქვენ გსურთ, რომ დახმარების ძიებაში აღარ მოგიწიოთ უცხოური რესურსების გარჩევა/დახარისხება, თუ გსურთ მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია ქართულ ენაზე, თუ გსურთ ბოლოსდაბოლოს მიიღოთ ღირებული ქართული რესურსი, თქვენ უნდა გახდეთ ერთერთი პირველთაგანი.
P.S. თუ თქვენ არ გინდათ წვლილი შეიტანოთ იმის შექმნაში, რისი გამოყენებაც გსურთ, მაშინ არ დაიწუწუნოთ, რომ თქვენ ის არ გაქვთ.