ცნობილი სახეები ერთი დღით მანდატურები გახდებიან. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოპულარულმა ტელეწამყვანმა სურვილი გამოთქვა ერთი დღე სკოლაში მანდატურის ამპლუაში გაეტარებინათ. 21 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, მოხალისე მანდატურთა სამკაციანი ჯგუფები ასე გადანაწილდებიან: პირველ საჯარო სკოლაში - იმედის ჟურნალისტები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ლევან როსტოშვილი, ლაშა ხარაზიშვილი, №53 საჯარო სკოლაში - რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები: ვანო ჯავახიშვილი, დუტა სხირტლაძე, დიკო ჯოჯუა, №51 საჯარო სკოლაში - საზოგადოებრივი ტელევიზიიდან: ნინო თოლორდავა, ნიკა მოლოდინაშვილი, გია ჭანტურია, პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში - რეგიონ ტვ-ეს ჟურნალისტები: თამუნა თუშური, მიშა ვარძელაშვილი, ავთო ტუღუში. მოხალისე მანდატურთა საქმიანობას სკოლებში მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე გაეცნობა.
http://www.mes.gov.ge/content.php?id=1774&lang=geo