სასოფლოს თემაა მარა სასოფლოსი აღარაფერია შემორჩენილი ამ უნიში და მგონი ეკუთვნის თემა
მისიასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მისია არის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ახალი ცოდნის შექმნა.
დღესსაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ერთადერთი მძლავრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიონალ კადრებს ამზადებს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვეობის მოთხოვნებს ითვალისწინებენ.
დღეისათვის უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
• აგრონომიული
• აგროსაინჟინრო
• ბიზნესის ადმინისტრირების
• ზოოტექნიკური
• კვების პროდუქტების ტექნოლოგია
• სავეტერინარო მედიცინა
• სატყეო
აგრარული უნივერსიტეტი აერთიანებს სასოფლო–სამეურნეო მიმართულების 14 სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, მის დაქვემდებარებაშია ამდენივე სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული ბაზა.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის აგრარული მიმართულების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია.
აგრარულ უნივერსიტეტში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები.
ესეც საიტის ლინკი თუ რამე დაგაინტერესებთ:
http://www.agruni.edu.ge/ This post has been edited by Vako_Barca on 10 Sep 2012, 20:41