ააიპ "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება" აცხადებს მსმენელთა მიღებას "ცოდნის ცენტრში" შემდეგ მოსამზადებელ კურსებზე - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, საქართველოს ისტორია, გამოყენებითი ხელოვნება.
"ცოდნის ცენტრის" უპირატესობები:
** უახლესი მიდგომები
** პროფესიონალი პედაგოგები
** სპეციალურად შედგენილი პროგრამა
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის მეთოდებში
** ინტეგრირებული გაკვეთილები
** მოქნილი გრაფიკი
** ხელმისაწვდომი ფასი
** სასიამოვნო გარემო
ქართული ენა და ლიტერატურა:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
ლიტერატურული სახელოსნო:
მოსწავლეები სიღრმისეულად გაივლიან სასკოლო/საპროგრამო მასალას, სხვადასხვა მწერლის/პოეტის შემოქმედებას ზოგადად კულტურასთან, იდენტობასთან მიმართებაში. სწავლის მეთოდში გამოიყენება კომპიუტერული პროგრამები/სპეციალური თამაშები. მოეწყობა პრეზენტაციები, გასვლით გაკვეთილები, ექსკურსიები. დამატებით ჩატარდება "წიგნიერების" გაკვეთილები, სადაც ასაკის და ინტერესების მიხედვით ბავშვებს შეერჩევათ საკითხავი ლიტერატურა (ქართული და უცხოური). ყურადღება დაეთმობა წაკითხული ნაწარმოებების/წიგნების სიღრმისეულ ანალიზს, ლიტერატურული მიმდინარეობების განხილვას და ა.შ. მეცადინეობებში გამოიყენება თემატური მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. გარკვეული თემების ირგვლივ მოეწყობა შეხვედრები და ფორუმები.
ინგლისური ენა:
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 70 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ინგლისურ ენას, ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, ისწავლიან ფილმებისა (საგანმანათლებლო, დოკუმენტური, ანიმაციური) და კომპიუტერული თამაშების საშუალებით. ყურადღება დაეთმობა ინგლისური ენის გრამატიკის შესწავლას, ისე რომ პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. ენის შესწავლის პარალელურად, მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისურ კულტურას/ისტორიას, ტრადიციებს და ზოგადად მათი ცხოვრების სტილს. გაიმუჯობესებენ ინგლისურად წერით, კითხვით და სასაუბრო უნარებს.
რუსული ენა:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 60 ლარი (თვეში)
მოსწავლეები რუსულ ენას, ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, ისწავლიან ფილმებისა (საგანმანათლებლო, დოკუმენტური, ანიმაციური) და კომპიუტერული თამაშების საშუალებით. ყურადღება დაეთმობა რუსული ენის გრამატიკის შესწავლას, ისე რომ პრაქტიკაში მარტივად გამოიყენონ. მოსწავლეები ივარჯიშებენ რუსულად წერის ტექნიკაში, გაეცნობიან რუსულ მწერლობას, დაამუშავებენ რუსულ ნაწარმოებებს, გააკეთებენ სხვადასხვა თემებზე პრეზენტაციებს - გაიუმჯობესებენ და შეეჩვევიან რუსულ მეტყველებას, დაძლევენ რუსულად საუბრის ბარიერს/კომპლექსებს.
საქართველოს ისტორია:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
სწავლების მეთოდი იქნება უახლესი, თითოეული ისტორიული ფაქტის სიღრმისეული ანალიზით და თანამედროვეობასთან პარალელით. მოეწყობა გასვლითი გაკვეთილები, ექსკურსიები. საქართველოს ისტორიის კურსი ორიენტირებული იქნება სასკოლო პროგრამასთან, თუმცა ამით არ შემოიფარგლება და უფრო მრავალფეროვან ჭრილში დაანახებს მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას. სწავლის მეთოდებში გამოყენებული იქნება დოკუმენტური ფილმები. მოსწავლეები, ასევე, გაეცნობიან მსოფლიო ისტორიას - საქართველოსთან კავშირსა და მიმართებაში. ინტეგრირებული გავეთილები ჩაუტარდებათ ქართულ ლიტერატურასთან მიმართებით.
კომპიუტერული/ საოფისე პროგრამები - Windows, Word, Excel, PowePoint, Internet, e-mail:
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
მოსწავლეები საოფისე პროგრამებს შეისწავლიან არატრადიციული მიდგომებით, აღნიშნული კურსი ემყარა "სწავლა კეთებით" მოდელს. კურსის განმავლობაში მოსწავლეები ვიდეობის/ფილმების სახით გაეცნობიან ტექნიკური სამყაროს მნიშვნელოვან მიღწევებს. ყველა ასაკზე გაიცემა სერტიფიკატები.
მანქანის მართვის სწავლის თეორიული კურსი:
მეცადინეობები - კვირაში 3-ჯერ
სწავლის ღირებულება - 50 ლარი (თვეში)
მსმენელები შეისწავლიან ავტომანქანის მართვის სწავლის სრულ თეორიულ კურსს.
გამოყენებითი ხელოვნება:
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 30 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ისწავლიან ქსოვას(ჩხირები და ყაისნაღი), ქარგვას, ყოველდღიური ნივთების, მოდური აქსესუარების, სასაჩუქრე ნივთების, ხელნაკეთი სამკაულების, ხელნაკეთი ბარათების დამზადებას ვიდეო გაკვეთილების და პედაგოგის დახმარებით. შეიქმნება გვერდი, სადაც მათი ნამუშევრები აიტვირთება, მოეწყობა გამოფენა - გაყიდვები.
კინო ხელოვნება/კინო ისტორია კულტურასთან, Art - მიმდინარეობებთან მიმართებით (კინო სახელოსნო):
მეცადინეობები - კვირაში 2-ჯერ
სწავლის ღირებულება - 30 ლარი (თვეში)
მოსწავლეები ასაკის და ინტერესების მიხედვით, ნახავენ/ გაეცნობიან:
** მსოფლიო კინოს კლასიკას
** ქართულ (ძველი, ახალი, თანამედროვე) კინოს
** იაპონურ ანიმეს (იაპონური ანიმაციური ფილმები)
** მსოფლიოს კინომატოგრაფიის ახალ შედევრებს და სხვ.
პარალელურად, მეცადინეობებზე, განიხილავენ კონკრეტულ ფილმებს, კინო მიმდინარეობებს, კინო ისტორიას. მოამზადებენ პრეზენტაციებს, მოისმენენ/გაეცნობიან ცნობილი კინომცოდნეების, კინო ანალიზს და სხვ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვწეროთ info@taoba.ge - სახელი, გვარი, ასაკი, სასურველი კურსი, საკონტაქტო ინფორმაცია. რეგისტრაცია გრძელდება 10 თებერვლამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74 (ლიბერთი თაუერი, მე-12 სართული).
ტელეფონი: 595 007 770
facebook.com/taoba.ge
http://www.taoba.ge