პირველი პოსტის მიხედვით, თსუ-ში მაგედან ჩამოთვლილი პრობლემებიდან მექრთამეობა არაა, თორემ დანარჩენი იქაც ეგრეა ზუსტად.
ზუსტ და საბუნებისმეტყველოზე ყოველშემთხვევაში, აი მართლა ეგრეა. არავინ არაფერი არ იცის. ერთი ცნობის აღებაზე ერთი ოთახიდან მეორეში გამაგზავნეს, მეორედან მესამეში, იმ მესამედან ისევ პირველშI, პირველიდან დეკანატში გამიშვეს და დეკანატიდან დეკანმა რომ ისევ იმ პირველ ოთახზე მIთხრა იქ მიდიო, და რომ შევეპასუხე, რა აქეთ იქით მარბენინებთ მეთქი, შენა ცნობის აღება გინდა და სირბილი კი გეზარებაო.
ლექტორები ხომ ვაფშე. არ ვიცი რა პრინციპით არჩევენ ხალხს. ვინც უკეთ დაიზეპირებს კონსპექტს და თავისი ოთახიდან აუდიტორიამდე, გზაში არ დაკარგავს, იმათ აკითხინებენ ლექციებს.
უპერსპექტივობა: კომპ. მეცნიერებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს უკვე თამამად შეუძლია გააკეთოს კოლონტიტულები და წყალმარკები და თან უკვე ვორდ 2007-ში.
უკეთეს შემთხვევაში, თU ძალიან ბეჯითი გამოდგა, სისტემის გადაყენებაც შეეძლება.
ნუ მოკლედ, გადავუხვიე თემას, მარა თსუ-შიც იგივე პრობლემებს ვაწყდები, რაც მანდაა ჩამოთვლილი, დავხუროთ თსუ-ც მე წინააღმდეგი არ ვარ პირადად