ესეც ძველი თემა:
ყველაფერი Toefl-ის შესახებTOEFL (Test of English as a Foreign Language) ეს არის ინგლისური ენის დონის შესამოწმებელი ტესტი, რომელიც სჭირდება ყველა იმ უცხოელ სტუდენტს, ვინც გეგმავს აშშ-ში ან რომელიმე სხვა უცხოურ უნივერსიტეტში სწავლას. სერტიფიკატს ვადა აქვს 2 წელი (ჯერჯერობით ასე წერია ოფიციალურ საიტზე).
არსებობს სამი სახის ტოეფელი: Paper Based Test (PBT), Computer Based Test (CBT) და Internet Based Test (IBT). საქართველოში მხოლოდ IBT ბარდება.
შედგება 4 ნაწილისაგან:
Reading Section - (Score of: 0 – 30)
Listening Section - (Score of: 0 – 30)
Speaking Section - (Score of: 0 – 30)
Writing Section - (Score of: 0 – 30)
Total Score - (0 – 120)
გამოცდის ფასი მერყეობს 150$-დან 225$-მდე. (საქართველოში 160$)
საქართველოში ტოეფელი ბარდება არაყიშვილის 2 ნომერში, სადაც არის ამერიკის საკონსულოს საერთაშორისო განათლების ოფისი.
ტოეფელის წიგნები ონლაინიხილეთ ასევე გიჟმაჟის ბლოგზე პოსტი ტოეფელის შესახებ:
რა არის ტოეფელიტოეფელის მოსამზადებელი რესურსები საქართველოში - არასრული ჩამონათვალი იმ ცენტრებია, სადაც ტოეფელის გამოცდისათვის მომზადება ხდება. დამატებითი რესურსების ნახვისათვის შეგიძლით გამოიყენოთ საძიებო სისტემები, პირადი ნაცნობები, დასაქმების საიტები და ა.შ.
ტოეფელის საგამოცდო ცენტრები საქართველოშიაბა, ვისაც ჩაგიბარებიათ უახლოეს წარსულში დაამატეთ რამე-რუმეები :gigi:
This post has been edited by LOLZ on 30 Jan 2011, 21:49