დღეს დავწერე ტესტი ბრიტანულ განათლების ცენტრში (British International Testing Center)
გარემოზე და ტესტზე დავწერ და თუ ვინმეს აინტერესებს გადახედოს

პირობები თითქმის ყველაფერი მომეწონა. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ სპიკინგზე ყველა ერთად იწყებს საუბარსო და კონცენტრირება რთულიაო მეუბნებოდნენ. მაგრამ იქ სულ 6ნი ვიყავით და თან გამოყოფილი იყო კომპიუტერები ერთმანეთისგან და ხელი არ შეუშლია არაფერს (თან იმაშიც გამიმართლა რომ კუთხეში ვიყავი). ერთადერთი რითიც უკმაყოფილო ვარ, ეკრანია. კომპიუტერთან ყოველდღიური შეხება მაქვს და მქონია შემთხვევები 12 საათზე მეტი ვმჯდარვარ დღეში, მაგრამ არ ამტკივებია თვალები ისე, როგორც იქ რიდინგზე ამტკივდა. ეკრანი ციმციმებდა და თავიდან მაგრად გამიჭირდა მაგრამ მერე ლისტენინგ-ზე აღარ მჭირდებოდა ეკრანის ყურება და დავასვენე და აღარ შევუწუხებივარ თვალებს იმის მერე.
რაც შეეხება ტესტს: იმაზე მარტივი იყო ვიდრე ველოდი აშკარად. კაპლანის და ბარონის სრული ტესტები მაქვს ნაკეთები და ისინი უფრო რთული იყო ჩემთვის. მქონია შემთხვევა, რომ ერთი ტექსტიდან 40მდე ახალი სიტყვა ამომეწეროს მაგრამ დღეს 3 ტექსტი მომივიდა და ჯამში 10-15 ახალი სიტყვა იყო ალბათ. ეგ არ გამჭირვებია. ლისტენინგებიც რასაც ვაკეთებდი მეცადინეობებზე უფრო რთული სიტყვებით საუბრობდნენ. აქ, ვთქვათ გეოლოგიაზეც მომივიდა და ფსიქოლოგიაზეც (გაგებაში რო არ ვარ :დ) მარა რაღაც მარტივი სიტყვებით საუბრობდნენ თითქმის ყველაფერი გავიგე. სპიკინგზე თავიდან დავკომპლექსდი პირველ კითხვაზე მარა მერე წავიდააა

ვრაითინგზე იმას ვნერვიულობდი კიდევ რომ ინტეგრირებულში პროფესორის საუბარს ვერ გავიგებდი. მაგრამ ტექსტიც და ლექციაც მოსალოდნელზე მარტივები იყო. მეორე თემა ასეთი მომივიდა: "Do you agree/disagree: the rapid growth of the cities has mostly positive impact on society". ამ თემაში მთლად კმაყოფილი არ ვარ მაგრამ ალბათ 4 მექნება. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ. 100-ზე მეტი ან ტოლი მჭირდება და იმედი მაქვს ავიღებ

პ.ს. არ ველოდი რომ ტესტი გამიადვილდებოდა, მაგრამ შეიძლება უფრო კონცენტრირებული ვიყავი ან უბრალოდ გამიმართლა
This post has been edited by Tsotnet on 19 Sep 2011, 00:59