გამარჯობათ,
როგორც თქვენთვის ცნობილია, თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად
http://gsau.edu.ge/index.php?newsid=712 მ/წ სექტემბრიდან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლა იწარმოებს თავისუფალ უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდებით, პროგრამებითა და კურიკულუმებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე შეგვიძლია თითქმის ისეთივე მაღალი სტანდარტის განათლება მოგცეთ, რასაც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM) გთავაზობთ.
ამიტომ ჩვენ წინადადებაა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ ნომრად შემოხაზოთ აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი და თუ თქვენ შემთხვევით ვერ ჩაირიცხეთ თავისუფალ უნივერსიტეტში, თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო შეღავათიანი სწავლის საფასურის პირობებში მიიღოთ თითქმის ისეთივე მაღალი სტანდარტების განათლება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან სწავლის საფასური შეადგენს მხოლოდ 2250 ლარს და ის უცვლელი იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. თუ თქვენ ასევე მოიპოვეთ სახელმწიფო გრანტი, თქვენ გექნებათ საშუალება უფასოდ მიიღოთ თითქმის ისეთივე განათლება, რაშიც თავისუფალ უნივერსიტეტში მოგიწევდათ 18800 ლარის[1] გადახდა.
ამიტომაც, დააზღვიეთ რისკები, თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ ნომრად შემოხაზეთ აგრარული უნივერსტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღეთ მაღალი ხარისხის განათლება დაბალი ფასის პირობებში.
შემოხაზეთ - 0050301
პატივისცემით,
აგრარული უნივერსიტეტის
რექტორატი
ეს მომივიდა მაილზე და მაბოლებენ ?