მე როგორც მახსოვს, 132 ათასი იყო შარშან და წელს 139 ათასიო, მაია მიმინოშვილმა თქვა, სხვებზე უკეთ მაგ ქალმა იცის.
ისე დადგენილებაში წელსაც 132 ათასი ეწერა
აი, ვიპოვე და ამოვთხარე მაინც, საქართველოს მთავრობის ვებზე წაშლილი იყო, მაგრამ ილიაუნის საიტზე იდო
132 000 ლარი გამოყოფილი სტუდენტების გრანტისთვის, ისევე, როგორც წელს. საქართველოს მთავრობის 5 მაისის #130 დადგენილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ
http://www.iliauni.edu.ge/files/_pdf/grantissruli.pdfდა შემდეგ ცვლილებაა შეტანილი და 136 800 ლარი წერია
ესეც მიმდინარე სასწავლო წლის 8 დეკემბრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანება
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №253
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა¬ნო¬¬ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011-2012 სასწავ¬ლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწი¬ლობ¬რივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ¬რო¬ბის 2010 წლის 8 დეკემბრის №379 დადგენილებაში (სსმ, 13/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლი¬ლება და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე¬დაქციით:
„18. ამ დადგენილების მე-14–მე-17 პუნქტებით გათვალის¬წი¬ნე¬ბული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყო¬ვე¬ლი არჩევითი საგნის მიხედვით. ამ განაწილების შედეგად ყოველი არ¬ჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და გა¬ნა¬წილ-დება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 93 პრო¬ცენტის ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გა¬ნაწილების შედეგად მიღებული პროპორციით ნაწილობრივი ოდ¬ე¬ნ-ობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისა¬თვის.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:
„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუ¬დენ¬ტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობ¬რი¬ვი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სასწავლო გრა¬ნ¬ტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე არ ვრცელდება ამ და¬დგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალის¬წი¬ნე¬ბულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე არსებული შე¬ზ¬ღუდვა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
This post has been edited by ninicool on 25 Jul 2011, 20:43
რას მერჩოდი ტრაქტორო, ჩემთვის ვიწექ, მეძინა.