სწორედაც რომ აქ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა და ყაჩაღი და მძარცველი რექტორები ციხეებში უნდა გავუშვათ და არა გერმანიაში ან სადმე კიდე დასავენებლად და ელჩებად, მოპარულ თანხებს კი საზღვარგარეთის ბანკებსა და მათ ეკონომიკაში აბანდებენ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ქართველ მოსახლეობას კი უწიგნურობაში და სიბნელეში ამყოფებენ.
iveriel მართლაც დროისათვის შესაფერისი ავატარი დაგიდია,
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი
* * *
http://guramsharadze.wordpress.com/devnili/ganatleba/ გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილს მეორედ კლავენ!
“მარქსიზმ-ლენინიზმზე გაზრდილი პროფესორები აცხადებდნენ, რომ ყველა გართიანდება და იქნება დიდი რუსული ენა. ეს ხალხი ეწინააღმდეგება განათლების რეფორმას? სინდისი არა აქვს ამ ხალხს და არც არასოდეს ჰქონია!” – პრეზიდენტი სააკაშვილი ამ სიტყვების ადრესატ პროფესორ-მასწავლებლებს მეორე დღესვე ეწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა, უსინდისო, მარქსისტ-ლენინელებად მონათლულმა პროფესორებმა მიხეილ სააკაშვილის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას დუმილით უპასუხეს და უნებურად გაგვახსენეს ის ავბედითი ჟამი, როდესაც ივანე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის საპროფესოროში შესვლა აუკრძალეს… დღეს უკვე ეჭვი აღარვის ეპარება, რომ ორ კვირაში უნივერსიტეტის დიდი საბჭო პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ერთადერთ კანდიდატურას რექტორის სკამზე დასვამს, თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი გურამ შარაძე “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან თავის კოლეგებს უნივერსიტეტის ისტორიას შეახსენებს და მიანიშნებს, რომ საბედისწერო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ავისმომასწავებელმა დუმილმა.
გურამ შარაძე: უპირველესად, უნდა მოგახსენოთ, რომ მე არ გახლავართ დიდი საბჭოს წევრი, თორემ ჩემს სათქმელს ბატონ პრეზიდენტსა და მომავალ რექტორს უნივერსიტეტში იმ სამარცხვინო შეკრებაზე ვეტყოდი.
- კერძოდ, რისი თქმა გსურთ, ბატონო გურამ?
- დღეს უნივერსიტეტში ის ეპოქა ბრუნდება, როდესაც რექტორის პოსტზე ცეკას ნომენკლატურა – თედო ღლონტი და კარლო ორაგველიძე მოვიდნენ. ივანე ჯავახიშვილს მეორედ კლავენ!
1918 წელს, როდესაც უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატურად ივანე ჯავახიშვილი დაასახელეს, მან უარი თქვა. კაცმა, რომელმაც უნივერსიტეტი დააარსა და უკვე დაწერილი ჰქონდა “ქართველი ერის ისტორია”, განაცხადა: ჩემი უნივერსიტეტის რექტორობა არ შეიძლება. არ ვარ ის პიროვნება, რომელიც უნივერსიტეტს ავტორიტეტს შესძენს, უმჯობესია, ეს თანამდებობა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ოდესის უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორს, ქიმიკოს პეტრე მელიქიშვილს ჩავაბაროთ, მას იცნობენ, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე ევროპაშიო. ივანე ჯავახიშვილი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაითანხმეს, რომ ეს პოსტი დაეკავებინა, თუმცა, მალევე მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავარძელში წითელი პროფესორები ჩასხდნენ. დიახ, ივანე ჯავახიშვილის სავარძელში თედო ღლონტი, კარლო ორაგველიძე და მისთანები მოკალათდნენ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სათაყვანებელი მოღვაწე შინაპატიმრობაში აიყვანეს. წითელი პროფესურა ივანე ჯავახიშვილს საპროფესოროში შესვლის უფლებას არ აძლევდა. იგი ლექციებს შორის ფანჯრის რაფას მიეყრდნობოდა ხოლმე და ისე ისვენებდა. ბატონ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, მისამართი შეეშალა!.. მას ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ დიდი საბჭოს სხდომაზე ნიკო კეცხოველს ტირანი და დიქტატორი უწოდოს და რუსუდან ლორთქიფანიძეს ამ ცუდი ტრადიციების აღმოფხვრისკენ მოუწოდოს.
ბატონო მიხეილ და ჩემო ძვირფასო კოლეგებო! შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველმა, როგორც იუნკერმა, მარჯვენა ხელი კოჯორთან ბოლშევიკური ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიზიანა! ან იქნებ გრიგოლ კიკნაძე იგულისხმეთ წითელ პროფესორებში, რომელმაც ვაჟა-ფშაველაზე დაწერილ სადოქტორო დისერტაციას მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია არ დაუდო საფუძვლად, რის გამოც იგი “გააშავეს”, ხოლო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჯანელიძე რექტორობიდან პროტესტის ნიშნად გადადგა…
- იქნებ უცნობია პრეზიდენტისთვის ეს ისტორია?
- მით უარესი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. პრეზიდენტმა, რომელმაც პროფესორების თვალწინ მიაყენა თამაზ გამყრელიძეს შეურაცხყოფა – “მის საქართველოს” კონკურსზე არ ვაპირებთ თქვენს გაყვანასო, რა გასაკვირია, ჩვენი ქვეყნის სათაყვანებელი კორიფე რექტორები – ივანე ჯავახიშვილი, ნიკო კეცხოველი, ალექსანდრე ჯანელიძე, ვიქტორ კუპრაძე, ევგენი ხარაძე, ილია ვეკუა და სხვები საფლავშიც არ დაასვენონ?! კი, ბატონო, კარლო ორაგველიძე და თედო ღლონტები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან უნივერსიტეტში. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ხმალამოღებული ვიბრძოდი და საკუთარ თავზე გამოვცადე კორუფციის სიმწარე, მაგრამ უნივერსიტეტში რუსუდან ლორთქიფანიძის მოსვლით ეს პრობლემა არ გადაწყდება. ეს არ არის ის პიროვნება, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის ან ალექსანდრე ჯანელიძის სავარძელი უნდა დაიკავოს. ამ ქალბატონს ეროვნულობის არაფერი სცხია! იგი ორიოდე დღის წინათ უნივერსიტეტის მერვე კორპუსში გახლდათ მოსული და სურვილიც კი არ გასჩენია, ქართული ემიგრაციის მუზეუმში ზრდილობის გამო მაინც შემოედგა ფეხი. ქალბატონმა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია, ქართული ემიგრაციის მუზეუმს გვერდი აუარა და უცხო კულტურის შემსწავლელი ინსტიტუტით დაინტერესდა, რომლის ხელმძღვანელიც რისმაგ გორდეზიანი გახლავთ და რომელიც საბერძნეთიდან ფინანსდება. საქმე ის არის, რომ მას რისმაგ გორდეზიანის ხმა სჭირდება. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ჩემმა თანაკურსელმა დუმილი არჩია, როდესაც პრეზიდენტმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მარქსისტ-ლენინელები უწოდა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა პრეზიდენტმა არჩევანი რუსუდან ლორთქიფანიძეზე?
- არსებობს სერიოზული ინფორმაცია, რომ ქალბატონი რუსიკო არის სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ახლო მეგობარი, რომელიც ადრე გაეროში საბჭოთა კავშირის ინტერესებს იცავდა, დღეს კი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია, ხოლო რექტორობის კანდიდატის სიძე (დის ქმარი) ცნობილი რუსი საბჭოთა დიპლომატი! მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჩირქსა სცხებს უნივერსიტეტის პროფესორებს, მე ვეკითხები მიხეილ სააკაშვილს – რატომ ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორად ადამიანს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და “გეპეიში” სამშენებლო-არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა (პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ იგი ხელოვნებათმცოდნეა)? ამ ქალბატონს თბილისში, როგორც იტალიური მოდის დამამკვიდრებელს, ისე იცნობენ… ავად მენიშნა ის ფაქტი, უნივერსიტეტში რუსუდან ლორთქიფანიძის მოსვლიდან მეორე დღესვე რომ მოხდა. ვგულისხმობ აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის უნივერსიტეტში მობრძანებას. იგი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეჰპირდა ამერიკაში წასვლის დაფინანსებას. როგორც ჩანს, ბატონ მაილსს საქართველოში ,,ვარდების რევოლუციის” მოხდენის შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში “დოლარების რევოლუციის” მოწყობა აქვს ჩაფიქრებული. სტუდენტები, რომლებიც ამერიკულ ფასეულობებზე გაიზრდებიან, ვერ შეიყვარებენ ილია ჭავჭავაძეს და არ გაჰყვებიან ივანე ჯავახიშვილის გზას! რუსუდან ლორთქიფანიძეს იმიტომ ნიშნავენ რექტორის თანამდებობაზე, რომ ეს ანტიეროვნული პოლიტიკა გაატაროს!.. უცხო ქვეყნისკენ გახედვა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა თავის სათაყვანებელ მასწავლებელს, აკადემიკოს ნიკო მარს არ აპატია და თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში პროფესორად არ მოიწვია. საქართველოს უკანასკნელ წმინდა კერასაც გვართმევენ!..
ჩემს კოლეგებს გონიერებისკენ მოვუწოდებ! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ისტორიული შანსი, პირნათლად წარსდგეთ ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. საქართველოს მოსახლეობას კი ვპირდები, რომ აუცილებლად გამოვითხოვ და სააშკარაოზე გამოვიტან უნივერსიტეტის დიდი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომლებიც მეორედ უპირებენ მოკვლას ივანე ჯავახიშვილს!
ეს უნდა იცოდეს შთამომავლობამ!
ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 11-17 ოქტომბერი, 2004
* * *
გურამ შარაძე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებო,
არ მოკლათ ხელმეორედ ივანე ჯავახიშვილი!
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საგანგებო და ავადსახსენებელი მანიფესტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო, პატივაყრილი და მტერთა მიერ ათასგზის მოთარეშებული, რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა!..
პეტერბურგის საიმპერატორო კარი მთელი 7 თვე ასაიდუმლოებდა ამ მტაცებლურ დოკუმენტს; ზუსტად 7 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, გენერალ-გუბერნატორ კნორინგის ბრძანებით, ქართველი დიდებულები შეჰყარეს, ხალხს რუსული ზარბაზნები დაუმიზნეს, თოფიან-ხიშტიანი რუსი სალდათებით ალყა შემოარტყეს და ასე წაიკითხეს იმპერატორის მანიფესტი!..
ერეკლე II-ის სამეფო, ფაქტობრივად, პატრონთან ერთად მიიცვალა!..
ისტორიას უყვარს თამაში, ისტორია ხშირად მეორდება მთელი თავისი ტრაგედიებით, ადამიანური სულის დაცემითა თუ სასწაულებრივი გაბრწყინებით.!.
203 წელი გასულა იმ დაწყევლილი დღიდან და ისტორია კვლავ თავს გვახსენებს!..
2004 წლის 13 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი უნდა აირჩიოს.
როგორი იქნება ეს არჩევნები და არჩევანი, არავინ უწყის!.. ალექსანდრე I ტაგანროგში მიიცვალა, მისი ზანზალაკებიანი ჯარისკაცებიც გადაშენების პირას მისულან თითქოს, მაგრამ რუსული ზარბაზნებისა და ხიშტების დამღუპველ და დამანგრეველ მისიას არა სიონის, აწ უკვე უნივერიტეტის ეზოში “კმარელთა” ის მუშტიანი დროშები იტვირთებს, რომლებსაც 13 დეკემბერს, რექტორის არჩევის დღეს, ალბათ, ქართველი კნორინგები გაშლიან!..
ღმერთმა ქნას, ეს არ მოხდეს!..
ღმერთმა ქნას, უნივერსიტეტის პატივცემული პროფესურა მუშტიანმა დროშებმა არ შეაკრთოს!..
პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი გურამ შარაძე ამ იმედით ცოცხლობს!..
- ბატონო გურამ, რატომ გადაიტანეს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 13 დეკემბერს?
- ხელისუფლებას “ბლიც-კრიგი” არ გამოუვიდა!.. ივანე ჯავახიშვილის სავარძელში რუსუდან ლორთქიფანიძის ერთბაშად მოკალათება ვერ გაბედეს და “ბლიც-კრიგის” ნაცვლად აირჩიეს ორთვიანი “ტაიმ-აუტი”, რათა ამ ხნის განმავლობაში როგორმე მოახერხონ უნივერსიტეტის დიდი საბჭოს ორასკაციანი წარმომადგენლობის “დამუშავება”, ქალბატონი რუსუდანის “ადაპტაცია”, მისი კარდაკარ ჩამოვლა კათედრებზე და ხალხისთვის “თავის შეყვარება”. სწორედ ამიტომ გაჭიმეს ორი კვირის ნაცვლად დრო ორ თვემდე!..
- ბატონო გურამ, თქვენ ბრძანდებით უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი?
- არა, დიდი საბჭოს წევრი არ ვარ და სწორედ ამიტომ ამოვიღე ხმა თქვენი გაზეთის “ასავალ-დასავალის” მეშვეობით. მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ქართული ემიგრაციის მუზეუმს ვხელმძღვანელობ უნივერსიტეტში, მაგრამ დიდი საბჭოს წევრი არ გახლავართ. იმ სამარცხვინო სხდომის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა რუსუდან ლორთქიფანიძე მოიყვანა და პროფესურის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, ბევრი მეკითხება, – ბატონო გურამ, თქვენ მაინც რატომ არ ამოიღეთ ხმა, “ნუთუ თქვენც, ბრუტუს?”… ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მე არ ვიყავი დიდი საბჭოს წევრი. ყველას ვერ ჩამოვუარე, ყველას ვერ ავუხსენი და ამიტომ იძულებული ვარ, თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს საზოგადოებას!
- იმ 200 კაციდან, ალბათ, თქვენ ბევრს ხვდებით, ესაუბრებით!.. როგორ ფიქრობთ, დაუჭერენ ისინი მხარს რუსუდან ლორთქიფანიძის კანდიდატურას უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე?
- შეიძლება პარადოქსად მიიჩნიოთ, მაგრამ ამ 200 კაციდან ამ თემაზე არც არავის ველაპარაკები; არც ოფიციალური შეხვედრები მაქვს მათთან, არც არაოფიციალური და არც ინტიმური!..
- ე.ი. თქვენ არ იცით, რას ფიქრობს დიდი საბჭო?
- ჰოდა, გეუბნებით, მე შეგნებულად არ ვსაუბრობ მათთან (მათ შორის, არც ჩემს უფროს ძმასთან – ფიზიკის პროფესორ ზურაბ შარაძესთან, რომელიც დიდი საბჭოს წევრია!), რომ ვინმემ ეს მათ “დამუშავებასა” და აგიტაციაში არ ჩამითვალოს; ეს არც მაინტერესებს და არც ხელს მაძლევს, მაგრამ ისე კი მსიამოვნებს, რომ იმ დუმილიანი სამარცხვინო სხდომისა და “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ უნივერსიტეტი ამოძრავდა და ფიზიკის, ქიმიის და სხვა ფაკულტეტებმა რექტორის თანამდებობაზე წამოაყენეს ღირსეული ალტერნატიული კანდიდატურები. “ერთადერთი და განუმეორებელი” კანდიდატი უკვე აღარ არსებობს, მიუხედავად ხელისუფლების სურვილისა… დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი საბჭოს წევრებს ეყოფათ მოქალაქეობრივი გმირობაც, პასუხიმგებლობის მაღალი შეგრძნებაც, რათა არ დაუშვან უნივერსიტეტის რექტორის სამარცხვინო არჩევნები!.. კენჭისყრა, როგორც მოგეხსენებათ, ფარულია და მერე ნურავინ იმართლებს თავს – იმ 200 კაციდან ყუთში აღმოჩენილი ერთი-ორი “შავი” კენჭი მაინცდამაინც ჩემი ჩაგდებულიაო!.. 200 კაცი ერთი “შავი” კენჭის იმედად ნუ იქნება!.. ფარული კენჭისყრის დროს მათ ვერც პრეზიდენტი დაადგება თავზე და ვერც ვერავინ. ამიტომ მოიქცნენ კეთილსინდისიერად, საკუთარი სინდისის კარნახით.
- ბატონო გურამ, ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ 13 დეკემბერს, რექტორის არჩევნების დღეს, უნივერსიტეტის დიდი საბჭო თვითლუსტრაციას მოახდენს?
- მეც ზუსტად აქეთ მიმყავს საუბარი! არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ არ შეისმინა ჩემი ვედრება და არ მიიღო ლუსტრაციის კანონი იმიტომ, რომ ყველას ეშინია, მაგრამ დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა გაზეთმა – “ასავალ-დასავალმა” იმდენნაირი ბრწყინვალე რუბრიკა შემოიღო და შექმნა, ფაქტობრივად, ისეთი ახალი “ქართლის ცხოვრება”, რომ ლუსტრაციის კანონის შემოღების აუცილებლობასაც ვეღარ ვხედავ.
13 დეკემბერი იქნება უნივერსიტეტის ორასკაციანი დიდი საბჭოს თვითლუსტრაციის დღე, რომელსაც ვერცერთი სახელმწიფო კანონი ლუსტრაციის შესახებ ვერ შეედრება და ვერ შეეჯიბრება. ასე რომ, ფრთხილად იყავით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, თქვენ 13 დეკემბერს საკუთარ თავს ლუსტრაციას უწყობთ!
დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 1-7 ნოემბერი, 2004

This post has been edited by giorgi1973 on 17 Mar 2011, 15:24