სიმართლე გითხრა გამისწორდა

იმიტომ რომ ქიმიაში 25-დან 4 შემეშალა მარტო. რატომ? იმიტომ, რომ საკმარისი იყო ატომის აღნაგობა, ანუ ველები, რას ნიშნავს ვალენტობა, შრეების ბაზარი, ძალიან პაპსა ნივთIერებების: რკინა, კალიუმი, ფტორი, გოგირდი, სილიციუმი, ჟანგბადი, წყალბადი და ა.შ. ვალენტობები + ნახშირწყალბადების ზერელე ცოდნა და რეაქციის გათანაბრება. მეტი მე არაფერი ვიცი ქიმიაში.
ისტორიაში 3 შემეშალა. რატომ? იმიტომ რომ არ იყო კონკრეტული წლები ვთქვათ ა) 1713 ბ) 1714) გ)1711) დ)1712. ასე რომ ყოფილიყო დამერხეოდა. მაგრამ იყო როდის მეფობდა მითრიდატე მეექვსე ევპატორიო და არის საუკუნეები :დ მახსოვს, რომ მითრიდატე ებრძოდა პომპეუსს, ეგ კიდე ჩვენთან გძეთა ქრისტეშობამდე I საუკუნეში შემოვიდა. ჰოდა დავწერე II-I. ვიცი რომ ვახტანგ მეექვსეს დროს ირანელები გვაწიოკებდნენ და შაჰ აბასს არ ვევასებოდით. ასეთი ზოგადი ფაქტების ცოდნა თუ მახსოვრობა ყოფნიდა ისტორიას.
ამ ორის ასე კარგად დაწერას არ ველოდი და ეგ გამისწორდა. ანუ ესენი ადვილია, არ ვიცი მე კარგად

გეოგრაფია ნუ მარმარილო სად მოიპოვება ხეზ, მაგრამ პიზა ვიცი სადაცაა და გრძედითა და განედით კოორდინატს ვიპოვნი, მით უმეტეს ეკვატორის ჩრდილოეთითაა თუ სამხრეთით და გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით თU დასავლეთით, ვხვდები

ქართულში არ ვემზადები და 80%+ სწორად დავწერე, უმეტესობა ემზადებით და ეგ ნაღდად არ გაგიჭირდებოდათ.
ინგლისურს გამოვტოვებ.
მათემატიკა კიდევ უფრო იოლი იყო, ვიდრე მეგონა. კვადრატების სხვაობად დაშლა და სექტორის ფართობი ყოფნიდა. ჰა-ჰა რკალზე დაყრდნობილი კუთხის გრადუსული ზომა. ორი კილოგრამი და 5 გრამი ერთად 25 გრამია, 205, 2005 თუ 20005 ამას ნაღდად ვერსად ისწავლი და ვინც ეს და მსგავსები ვერ გააკეთა, განათლების სისტემას ნუ დააბრალებს

ფიზიკა.. ფიზიკა ჩემთვის იოლი იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვეულებრივ სკოლებში სწავლის დონეს, დამაკმაყოფილებელზე გაქაჩავდა. აი, სკოლაში 6-7-ს ბაზარი. საკმარისია გესმოდეს ერთი-ორი ფორმულის რეალური შინაარსიც და რა წევრი რას ნიშნავს და აკეთებ ყველაფერს. პროსტა აი ამას არავინ გასწავლით და წიგნებიც 100% ნაგავია. იქიდან ვერაფერს გაიგებ. ეს ტეხავს. ამიტომ არ ვახურებ ფიზიკაზე ადვილი იყო-მეთქი, თქვენთვის ნაღდად არ იქნებოდა.
და ბიოლოგია. აი, ამაში თუ არ ვიმეცადინე ახლა ნაღდად ჩავიჭრები. 20-დან 11-ს ვუპასუხე, ისიც 3 გარტყმით ვქენი

მაგარ შარში ვარ და მომიწევს მეცადინეობა. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე არასდროს მისწავლია წესიერად

ყოველთვის მეკიდა და აგერ მერხევა ახლა.
ამაზე ნაკლები რაღა უნდა ყოფილიყო? მცხეთა რომელ ქვეყანაშია, როდის მოხდა ვარდების რევოლუცია და რა არის გამოსახული ორბიტის გარეკანზე? თუ სამკუთხედის კუთხეების ჯამი, ადამიანს რამდენი ხელი აქვს და S=V*T ?
tichoooთიკო, ფიზიკოსი ხარ?

If you can’t explain it to a six year old, you don’t understand it yourself.
აქსიომები ცვივა და აქსიომები მღერიან.