Go Ahead Eaglesრომელი საგნის ლექტორები გაინტერესებს : )
თუ თქვენ იმავე პროგრამით გაივლით ყველაფერს, მაშინ გეტყვი ,...
ეკონომიკის პრინციპებში აუცილებლად ნაცვალაძე აირჩიე და ეცადე სწრაფად, ივსება ძალიან მალე მაგისი ჯგუფები : )
მათემატიკაში თემურ ჯანგველაძე : ) ან რავი, თუ ე.წ. ელიტ-ჯგუფები აღარ იქნება და ზერეკიძის არჩევა იქნება შესაძლებელი, აირჩიე...ორივე ძალიან კარგია, მაგრამ მე ახსნის მხრივ, მაინც ჯანგველაძე მირჩევნია : ) და ისე კი, კარგი ლექტორები არიან მათემატიკაში ძირითადად, მცოდნეა ყველა, მაგრამ ახსნასაც ხომ გააჩნია ...
ბიზნესის საფუძვლებში აქებენ ძალიან კიკუტაძეს (სემინარზე), მე არ მყოლია ეგ ლექტორი, გიგიაშვილი თუ შეგხვდა, ჩათვალე ყველა ლექცია წყალში ჩაყრილია : ) სემინარზე ჟანა თოლორდავა მყავდა, ბევრი ლანძღავს, მაგრამ რავი, მე სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო მომწონდა და რავი, კიკუტაძეს გირჩევ სემინარებზე.
ინფორმატიკისა რა გითხრა, ყველა ერთი ჩორტია მგონი

ვიღაც ქალიაო კაი, მაგრამ მე არ მყოლია და არ ვიცი ....
ინგლისურში ტესტირება ჩაგიტარდებათ და იმის მიხედვით გადაგანაწილებენ თვითონ ჯგუფებში : )
ისე, გირჩევ, პირველ სემესტრში მაინც ერთი ჯგუფი აირჩიო და ეცადო ეს ლექტორები მოხვდნენ იქ, ეკონომიკასა და მათემატიკას მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება (ისედაც და ლექტორების მხრივ უფრო მეტად, ამ საგნებში ყველაზე მეტადაა საჭირო კარგი ლექტორები), რაც შეეხება, ბიზნესის საფუძვლებს, ძალიან უნიჭოდ დაწერილი წიგნია, მაგრამ მეორე სემესტრში მიხვდები, რომ ბევრი ცოდნა შეგძინა, ცოტა წვალება მოგიწევს და დედასაც აგინებ და აუფეთქებ სწავლისას
არ დაიჯერო მითები, რომ რომელიმე საგნის დაძლევა შეუძლებელია და რახან ბევრი იჭრება, ამიტომ შენც უნდა ჩაიჭრა : ) თუ ისწავლი, ყველაფერი კარგად იქნება და მაღალი ქულებიც გეყოლება : ) ეცადე, 81+ გყავდეს საგნებში და უფრო მეტად ეცადე 91+ები : ) ყურადღება მიაქციე
GPA-ს, რომელიც სემესტრის ბოლოს გამოჩნდება შენს ბაზაში და ამისთვის, უნდა ეცადო, გამოცდები კარგად ჩააბარო ....
გისურვებ წარმატებებს
პატივისცემით, მე
Allstar 
გმადლობ, კიდევ ერთხელ არ მინდა აბიტურიენტობა, ერთხელაც მეყო : )
პირველ დღეს ყველაზე ადვილია შეხვედრა, თუ ზოგიერთის მსგავსად ზოგი არ დაიმალება ან არ მოვა ან დაიგვიანებს დანიშნულ დროსა და ადგილას ...თქვენ, სავარაუდოდ, ჩანთებს, კალმებს და ბრელოკებს დაგირიგებენ და სიტყვითაც გამოვლენ ლექტორები, მაგრამ თქვენ ერთ სიტყვასაც ვერ გაარჩევთ : D ნეტა, ჩვენც თუ გაგვიცდება პირველი დღე : )
პ.ს. მელოდრამებს, დრამებს და უჟასიკებს ვეტანები : ))))
This post has been edited by Ameli_More on 22 Sep 2011, 04:18