გამარჯობათ მაღლიველებო,

მოგეხსენებათ ჩვენთან როგორი მოეწესრიგებული სიტუაციაა.
ხო და ასეთი რამ შემემთხვა, minor-ის გადარჩევა მინდოდა. ეკონომიკა მქონდა და ტურიზმი გადავწყვიტე და ავედი მაღლივში. სამდივნოში მითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, ისინი (ანუ ტურიზმის ფაკულტეტი) თუ მიგიღებსო. ხო და წავედი იქ და დამაწერინეს განცხადება და პასუხს დაელოდეო. მეორე დღეს ავედი ისევ მაღლივში რო შეეცვალათ ეკონომიკის minor-ი, მაგრამ სამდივნოში არ დამხვდნენ, პირველკურსელების რეგისტრაცია იყო და იქ იყვნენ, ამიტომ ჩავედი მეორე სართულზე, 204ში და იქ ეს ყველაფერი რომ ვუთხარი, აუცილებლად უნდა დაწეროთ განცხადება დეკანის სახელზეო და მოკლედ დაგვაწერინეს და კანცელარიაში დაგვატოვებინეს განცხადებები.
ამ ყველაფრის მერე, გუშინ ჩემი მეგობარი იყო ასული მაღლივში ზუსტად იგივე საქმეზე და იქიდან გამოუშვეს, რომ ჯერ პირველიო, ეგ არ არის აკრედიტებულიო, მეორეც არ შეიძლება ტურიზმის არჩევაო და მოკლედ ჩემმა მეგობარმაც დაიტოვა ისევ ეკონომიკა.
მე რა თქმა უნდა დღეს ვიყავი მაღლივში და მითხრეს რა სისულელეა, რა არააკრედიტებულიო, როგორ არ შეიძლებაო. თუ იმ ფაკულტეტიდან თანხმობა გაქვთ, არაა პრობლემაო. რა თქმა უნდა ტურიზმის ფაკულტეტზეც გადავრეკე და იქ მითხრეს, რომ ჯერ პასუხები არ გვაქვსო..
კანცელარიაში მჯდომმა ქალბატობმა კი შემდეგი პასუხით გამომისტუმრა: "დაღლილი ვარ კაცო ეხლა მე და მე რატო მელაპარაკები, დეკანის პასუხები კი მოსულია მარა არ შემიძლია ეხლა ვერ გეტყვი, არ შემიტანია ბაზაში."
და მაინტერესებს, ვინმე ხო არ ფლობთ უფრო ზუსტ და დამაჯერებელ ინფორმაციას...თორე ამათ ხელში დავრჩები minor-ის გარეშე...