დაცინვებს არ ვიყოთ
მათემატიკა იმდენად ლამაზი და ვნებიანი რამაა, რომ რთულია მოზღვავებული ენერგია მასზედ არ გადმოაფრქვიო. თუმცა, განა ყველას აღუძრავს კი მსგავს შეგრძნებებს?
მოდი სულ თავიდან დავიწყოთ.
იქ, სადაც ჯაჭვი თითქოსდა წყდებოდა...
ინტერესს, და ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ ლტოლვას აღგიძრავს ესთეტიკა, რომელიც თითოეულ მათემატიკურ საკითხშია. ამ ყველაფრის დანახვა კი შეუძლებელია მათემატიკური გემოვნების გარეშე.
რა აყალიბებს მათემატიკურ გემოვნებას? - მათემატიკური სიძნელეები, ბრძოლები, თითქოსდა გადაუჭრელი ჩეპეები.
აი ეს არის აზარტი... ყველაზე დიდი თამაში უდიდეს თამაშთა შორის და რაც მთავარია ყველაზე ზუსტი, აქ მოგება არ არის იღბალის პირდაპირპროპორციული. აქ მოგება მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - პოვნა ჭეშმარიტი გზისა, რომელიც ზუსტად მოერგება ამოცანას და გააღებს მის კლიტეებს. აი ეს არის ნამდვილი შარმი, ეშხი, ვნება. . . ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა მიიღო და სხვა რა მიზეზი გაქვს იცხოვრო სხვანაირად?
თავისუფალ დროს ბანქოს თამაშით ერთობი? აბა სცადე და მათემატიკით გაერთე. თავად დარწმუნდები რომ მეტი ადრენალინია , მეტი ფსონია და მოგებაც მეტია, ოღონდ ეს მოგება ფასიან ქაღალდებზე და ნებისმიერი სახის ბანკნოტზე მეტად ძვირფასია. რატომ? ჰეჰ! იმიტომ რომ აქ რჩება, ღრმად, უჯრედებში და რაც მთავარია საიმედოდაა დაცული. მათემატიკური ტვინი ხომ მათემატიკურ და არამათემატიკურ ინფორმაციებსაც კარგად ინახავს.
This post has been edited by Shine On on 20 Jun 2011, 23:30