ისტორია
”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ჩამოყალიბდა როგორც ელენე ჯამარჯაშვილის MBA პროექტი, 2001 წელს ატლანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჯორჯია) მისი სწავლის დროს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ერქვა “კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტი” და მოიაზრებოდა როგორც სამართლის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელები სამართლის დოქტორის (JD) და სამართლის ბაკალავრის (LLB) წოდებებს იღებდნენ.
ატლანტაში ელენე ჯამარჯაშვილი შეხვდა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში ცნობილ იურისტის კენეტ ა. ქეთშოს. ბ-ნ. ქეთშო გულწრფელად დაინტერესდა MBA პროექტის საფუძველზე უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ამოცანით და დათანხმდა დახმარებოდა უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ იურიდიულ სკოლასთან – ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯთან.
2002 წლის დასაწყისში ელენე ჯამარჯაშვილი თბილისში დაბრუნდა და სათანადო ინვესტორის ძებნა დაიწყო. სწორედ ამ დროს მან გაიცნო რ. მაიკლ ქაუგილი, აშშ-ს დაფინანსებით მომუშავე კონსულტანტი, რომელიც საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და სამხრეთ კავკასიის (SCP) მილსადენების პროექტებთან დაკავშირებით. ბ-ნ. ქაუგილი დათანხმდა უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ქ-ნ. ჯამარჯაშვილის მრჩეველის როლი შეესრულებინა, ხოლო შემდეგ გახდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თბილისში ბიზნესის ორი საერთაშორისო სკოლა მოქმედებდა, საქართველოში მაინც იყო მოთხოვნილება ჭეშმარიტად დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნაზე, რომელიც მსმენელებს ბიზნეს-სექტორისათვის საჭირო დამატებით კურსებს, მაგალითად ბიზნესსა და სამართლის გაერთიანებულ კურსს შესთავაზებდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გახსნის შესახებ.
შედეგად 2005 წლის თებერვალში დაარსდა ამერიკელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი შპს. აღნიშნულ შპს-სა და მის დირექტორთა საბჭოში გაერთიანებული საიმედო და პატიოსანი ადამიანების ჯგუფმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტის ფინანსური და ოპერატიული მართვა უმკაცრესი საერთაშორისო სამართლებრივი, ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით უნდა ეწარმოებინა. გარდა ამისა, ინვესტორებს ცოდნისა და გამოცდილების საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნდათ, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
შეერთებული შტატების, საქართველოს და საერთაშორისო სამართალი;
შეერთებული შტატების, ქართული და საერთაშორისო ბიზნესი, საბანკო საქმე, ფინანსები და მენეჯმენტი;
საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით;
შეერთებული შტატების, საქართველოს და საერთაშორისო განათლების სისტემები.
უნივერსიტეტის დასახელება შეიცვალა და მას “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ეწოდა (ნაცვლად “კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტისა). “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი მიზნები დასახა, რომელთა შორის საქართველოს მოსახლეობაში სიამაყის გრძნობის გაღვივებაც იყო. ამიტომ საბჭომ გადაწყვიტა აქცენტი “კავკასიის რეგიონიდან” “საქართველოზე” გადაეტანა.
ვინაიდან ერთერთი ინვესტორი (თეიმურაზ ტორონჯაძე) “ბიზნეს სკოლის” დეკანი იყო, დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, თუ “სამართლის სკოლის” დეკანის თანამდებობაზე კიდევ ერთ ინვესტორს - შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ბ-ნ. ქეთშოს დანიშნავდა. ყოველდღიურ საქმიანობას დეკანის მოადგილე ბ-ნ. ზაზა რუხაძე უძღვებოდა, რომელმაც 2007 წლის დასაწყისში ლია მუხაშავრია შეცვალა.
დაიწყო და კვლავაც გრძელდება ისეთი უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომელთანაც თანამშრომლობის შედეგად GAU-ს მის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში უკვე მომუშავე ან მომავალი საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობის კომერციულ (ბიზნესი და სამართალი) და კულტურულ ასპექტებს. ასეთი პარტნიორობა გულისხმობს ფაკულტეტებისა და სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევას, დისტანციურ სწავლებას და სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რომელშიც შეჯამებული იქნება პარტნიორი უნივერსიტეტის ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებული განსხვავებები. პარტნიორი სასწავლებლების სია კვლავაც იზრდება. ამჟამად მასში შედიან შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის და ინდოეთის უნივერსიტეტები.
”ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა” 2005 წელს დაარსების შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა, რაც ტიპიურია საწყის სტადიაზე მყოფი ნებისმიერი ბიზნესისათვის. ასეთი ცვლილებები იყო:
ქართული, ინგლისური და ფრანგული ენების განყოფილებების დამატება, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე ფოკუსირების მიზნით:
ფინანსური კვლევის სპეციალისტების დაქირავება საჭირო ანგარიშების შესამუშავებლად;
ხარისხის მომნიჭებელი პროგრამებისაგან განსხვავებული, დამატებითი პროგრამების შემოღება, როგორიცაა მაგ.: UNE და ასპირანტურის მოსამზადებელი კურსები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა, ლიდერთა სკოლა და ლოჯისტიკის სკოლა;
2006 წლის დასაწყისში უნივერსიტეტმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და ავლაბრიდან ვაკეში გადმოვიდა, რამაც მას საშუალება მისცა 225 სტუდენტის ნაცვლად 800-ზე მეტი სტუდენტი მიეღო;
უნივერსიტეტს დაემატა ხარისხის მომნიჭებელი პროგრამები: კვონტის – მათემატიკის ინტეგრაცია, ფინანსური ანალიზი და კომპიუტერული მოდელირება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა); საინფორმაციო ტექნოლოგიების კონცენტრაცია; უძრავი ქონების კონცენტრაცია; მაგისტრატურა და დოქტურანტურა სამართალში;
”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის” დამხმარე საქმიანობების განხორციელების მიზნით ჩამოყალიბდა სხვა კომპანიები, როგორიცაა “GAU-მარჯოს” (კაფე) და “GAU წიგნები”; ჩამოყალიბების პროცესშია “GAU გამომცემლობა” და “GAU ინვესტიციები”;
უნივერსიტეტი გახდა საქართველოს “ბიზნეს ეთიკის ასოციაციისა” და “ამერიკის სავაჭრო პალატის" (ქართული განყოფილების) წევრი;
უნივერსიტეტმა მიზანმიმართული მუშაობა დაიწყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
უნივერსიტეტს დაემატა ბევრი ფაკულტატიური პროგრამა, მათ შორის “თბილისის ფარიკაობის აკადემია”.
პს: ყველა უნივერსიტეტის გვერდია გახსნილი და საყვარელმა გაუმ რა დააშავა ?

) მეორე ეს მიწერია <3 ვინ აბარეთ აქ ? : )) ან ვინხართ ფორუმელი ამ უნივერსიტეტში