ესე იგი, ასე თუ ისე ,, თემა მოცემულ საკითხზე'' ვწერეთ, გავარჩიეთ, ვასწორეთ, ვიკამათეთ. დეფიციტია ,, მსჯელობის ანალიზის''. გეზარებათ წერა ვიცი. მაგრამ აქქაური შენიშვნები მართლა დაგეხმარებათ შეცდომების არ გამეორებაში. მე პირადად კიდევ კარგი აქ რომ შემოვიხედე, თორემ, ჩემი ძლიერი მხარე რომ მეგონა თემების წერა, აღმოჩნდა, რომ სწორედ მანდ ვიჭედები სერიოზულად. ასე რომ მადლობა წინა შენიშვნებისთვის. ველოდები ახალ შენიშვნებს და შეფასებებს ,,მსჯელობის ანალიზან'' დაკავშირებით.
პოსტი გრძელია ვიცი, მაგრამ რა ვქნა ვერ ვამოკლებ

. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, თემის მერე ჩამოვწერ შეფასების კრიტერიუმებს
N ქალაქის საჯარო სკოლაში, მასწავლებელმა მე-6 კლასის მოსწავლეებს დაავალა მსოფლიო ხალხთა ზღაპრების რამდენიმე თარგმანის ნიმუსის შერჩევა და წაკითხვა. აღმოჩნდა, რომ ეს დავალება მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა.
ეს კი ნიშნავს, რომ ამ ასაკის ბავშვებისათვის ნათარგმნი ლიტერატურის კითხვა სირთულეს წარმოადგენს.
უმჯობესია, ამ ასაკის მოსწავლეებმა იკითხონ მშოობლიურ ენაზე სექმნილი ორიგინალური ნაწარმოებები, ხოლო ნაარგმნი ლიტერატურის კითხვა მომდევნო კლასებიდან დაიწყონ.
წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, დასკვნა იმისა, რომ მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის ნათარგმნი ლიტერატურტის კითხვა ნაადრევია და ისინი მხოლოდ მშობლიური ლიტერატურით უნდა შემოიფარგლონ ცალსახად კრიტიკას იმსახურებს. არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომლებიც ნათლად მიუთითებენ მსჯელობის ხარვეზებზე.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო. რომ არ იკვეთება მოსწავლეების დამოკიდებულება ზოგადად, საზაფხულო დავალებების მიმართ. შესაძლოა მათ არც გასული არდადეგების დროს, სხვა დავალების პირობებში, გამოუჩენიათ სიბეჯითე. თუ ამ ვერსიას დავუსვებთ, აღმოჩნდება, რომ პრობლემა ზაფხულის პერიოდში სწავლისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაშია და არა ნათარგმნი, თუ მშობლიური ლიტერატურის მიზანშეწონლობაში.
მეორე საკითხია, რამდენად მოახერხეს მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წიგნების სწორად შერჩევა. ვგულისხმობ ბეჭდვის ხარისხს, თარგმანის გამართულობას და ორიგინალთან შესაბამისობას, ადეკვატურ და საინტერესო ილუსტრირებას. თითოეულ ამ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის წიგნით დაინტერესების საკითხში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 11-12 წლის ასაკის ბავშვების ნაწილში ზღაპრები კარგავენ აქტუალურობას. ბევრ მათგანს უჩნდება მეტი ინტერესი სხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების მიმართ(მაგ: სათავგადასავლო, დეტექიური ისტორიული და სხვ).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ ბავშვებისთვის ნათარგმნი ლიტერატურის კითხვა სირთულეს არ წარმოადგენდეს. შესაბამისად, უსამართლოა მივაწოდოთ მათ მხოლოდ მშობლიური ლიტერატურა აღნიშნული მოტივით. ამის ნაცვლად, გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა, თუ განვსაზღვრავდით რა სურთ ბავშვებს - რომელ ლიტერატურულ ჟანრს ანიჭებენ ისინი უპირატესობას. ასევე გასათვალისწინებელია მოსწავლეთა მოტივაცია, წიგნების ხარისხი და სხვა გარემო ფაქტორები. მხოლოდ ამის შემდგომ იქმნება შესაძლებლობა სწორი დასკვნის გაკეთებისა.
* * *
ესეც მსჯელობის ანალიზის კრიტერიუმები:
1. შინაარსის რელევანტურობა- ნაწერი უნდა შეესაბამებოდეს დავალების ინსტრუქციას, წარმოდგენილი უნდა იყოს მსჯელობის კრიტიკა. მაქსქულა 1.
2. ანალიზი(არგუმენტები) ცხადად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და გაანალიზებული მოცემულ არგუმენტებსა და მოცემულ დასკვნას შორის მიმართება. ასევე პრობლემის გადაჭრის გზის ადეკვატურობა. კომპონენტები სწორად გამოყოფილი. მაქს. ქულა 5
3. თხრობის ორგანიზება სტრუქტურა- ნაწერი უნდა იყოს ლოგიკურად ორგანიზებული. აზრები ტანმიმდევრული და ერთმანეთთან დაკავშირებული მაქს. ქულა 2
4. სტილი ლექსიკა- ლოგიკური მსჯელობისთვის საწირო ტერმინოლოგია, სტილისტურად გამართული. მაქს ქულა 2
5. სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია მაქს. ქულა 2.
ვისწავლოთ ერთმანეთის შეცდომებზე

ველოდები შეფასებებს