A1onemanაუ აქ მართლა შეცდომები მქონია აშკარად გადაღლილობის ბრალია...

.....
ვაიმე თან ელემენტარული გადამრავლება...

სირცხვილი და თავის მოჭრა ....

მეც გამიგეთ ღამის პირველ საათზე ვხსნიდი ამ მაგალითს...

* * *
iphone_21აბა ამას გადახედე....
თანამშრომელთა შერჩევისას განათლებისა და შრომითი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს
თანამედროვე სამყაროში არსებული საკითხი ძალიან აქტუალურია. ორგანიზაციის წარმტების მისაღწევად, მენეჯერის ამოცანაა დაქირავებული ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი, რაც ყოველთვის დიდ პრობლემაც წარმაოდგენს, როგორც მოსაძიებლად ასევე ფინანსურადაც. მაგრამ მხოლოდ კვალიფიკაცია და განათლება არ კმარა. რასაკვირველია, თითოეული ორგანიზაციის მიზანია მაქსიმალური შედეგის მიღება, მაგრამ ეს არც ისე ადვილია ერთი შეხედვით.
ჩემი აზრით თითოეულ კანდიდატს მოეთხოვება პიროვნული თვისებები და კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგ: ის უნდა იყოს ფსიქოლოგიურად გაწონასწარებული, ზომიერად დამთმობი, ჰქონდეს სხვების მოსმენის, მათი დარწმუნებისა და ხალხთან ურთიერთობის უნარი, არ უნდა იყოს კომფლიქტური. და სხვა. ხოლო რაც შეეხება კრიტიკულ აზროვნებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის შერჩევისას, რათა მომავალში მისი მუშაობა ეფექტური და წარმატებული იყოს.
ხალხთან ურთიერთობა, ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. ზოგი ბიზნეს სექტორის და ორგანიზაციის წარმომადგენელი თავისი საქმიანობით უკმაყოფილოა, რადგან მათ არ ჰყავთ არა მარტო გამოცდილი და შესაბამისი განათლების მქონე კადრები არამედ ისეთებიც, რომლებსაც ხალხთან ურთიერთობის უნარი არ აქვთ.
არსებობს სხვა ფატორებიც კანდიდატის შერჩევისას, როგორიცაა ერთგულება და სამუშაოსადმე პასუხისმგებლობა. დღესდღეობით ქართულ საზოგადოებაში ჩემი აზრით, ეს ორი თვისება დაკარგულია, რაც პირველ რიგში მიუთითებს ორგანიზაციის წარუმატებლობაზე.
და ბოლოს, სანამ პერსონალს ავიყანთ სამსახურში ჩვენ მოგვეთხოვება არა მარტო კანდიდატის შრომითი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვა არამედ მათი პიროვნული თვისებების შეფასებაც.
ხოლო რაც შეეხება თემის სტრუქტურას....
პირველ ნაწილში მაქსიმუმ ორი წინადადებით ლაპარაკობ პრობლემის შესახებ.
მეორე ნაწილში უკვე ლაპარაკობ ეს კონკტრეტული პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს და შენი აზრი უნდა გამოთქვა...
ბოლო ნაწილში უკვე თემის შეკჯამებას აკეთებ.....
ნუ ეს თემა ჩემი დაწერილია და ფორუმელებმა მირჩიეს რომ მაგალითები ჩამემატებინა.... ამიტომ შენც გირჩევ ჩაამატო რამე მოფიქრებული მაგალითები....
This post has been edited by gigajoj on 1 Jul 2011, 21:41