ძალიანაც არ გინდათ...
საკომუნიკაციო ტექნოლოგიის განვითარების შედეგად ადამიანის წერისა და მეტყველების კულტურის დონე მკვეთრად გაუარესდა.
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებით ჩვენს სამყაროში ხალხი განვითარდა, უფრო მეტი რამ გავიგეთ და გაგვიადვილდა ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ამ ტექნოლოგიებსაც აქვს უარყოფითი მხარე, როგორიცაა წერისა და მეტყველების კულტურის დაქვეითება. ამ საკომუნიკაციო სისტემებში შედის კომპიუტერი და ტელევიზორი. ჩემი აზრით, ამ ორი სისტემიდან ჩვენი ენის დაქვეითებაში დიდი წვლილი შეაქვს ტელევიზორს, მაგრამ ამავე დროს კომპიუტერიც ზემოქმედებს.
მიმაჩნია, რომ სისტემატიურად ტელევიზორის ყურებით, ჩვენ ვეჩვევით არასწორ მეტყველებას. ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ისეთ წინადადებებს, როგორიცაა: გასროლა მოახდინა, ადგილი აქვს კორუფციას და ა. შ. ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ძირითადად არიან სხვადასხვა ენის ფილოლოგები. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენის ფილოლოგები არ არიან ქართული ენის სპეციალისტები, მეტნაკლებად მათაც მოეთხოევბათ ქართული ენის ცოდნა. მე ვფიქრობ, ჟუნალისტიკის სფეროში მომუშავე, ამ დარგის წარმომადგენლები ასეთ სტრუქტურულ წინადადებებს არ უნდა იყენმებდნენ, სხვა მსგავს შეცდომებზე მეტი, რომ აღარ ვილაპარაკოთ.
ჟურნალისტების გარდა პოლიტიკოსებსაც ახასიათებთ მსგავსი სტრუქტურულად, ლექსიკურად და გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების გამოყენება. გარდა ამისა, ხშირად იყეენებენ უცხო ენიდან შემოსულ სიტყვებს, მაგ: ივენთი, ლაივი და ა.შ. ასეთი ლექსიკის გამოყენება ამახინჯებს ჩვენს ენას.
შესავალში, როგორც მოგეხსენებათ, ვახსენე კომპიუტერული ტექნოლოგიებიც. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სისტემაც ახდენს ზეგავლენას მშობლიურ ენაზე, მაგ: ინტერნეტში არის გავრცელებული ფორუმები, იქ საზოგადოება აქტიურობს და იყენებს წინადადებებს, რომლებშიც ძალიან ბევრი შეცდომებია. ამის წყალობით ჩვენც არასწორ მეტყველებას ვეჩვევით.
მიმაჩნია, თუ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა, ჩვენი ენა ფორმას შეიცვლის წლების შემდეგ. ზემოთხსენებული საკითხი შეიძლება მოგვარდეს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. განათლების სამისტრო ვალდებული, სკოლებში დიდი დრო დაუთმოს ქართული ენის შესწავლას, მოსახლეობა უზრუნველყოს მშობლიური ენის გადამზადების კურსებით. მე ვფიქრობ, ასევე სამინისტრომ უნდა გაართულოს უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, რაც დიდ წვლის შეიტანს ამ პრობლემის მოგვარებაში. ასევე სატელევიზიო კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა თავიანთი კადრების გადამზადებაში.
და ბოლოს, ჩვენი ვალია დავიცვათ მშობლიუირ ენა უცხო სიტყვების შემოღებისაგან და სტილისტურად და ლექსიკურად გაუმართავი წინადადებების გამოყენებისაგან, რათა ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ქართული ენა.
ძალიან ბევრი კი ვიბოდიალე, მაგრამ რა ვქნა ეს აზრები მოდის და მოდის....

.... აბა გააკრიტიკეთ... არ გამიკვირდება იფიქროთ ეს ცოტა ვერააო

ორჯერ მეტია იმაზე რაც უნდა დამეწერე
This post has been edited by gigajoj on 5 Jul 2011, 12:04