კავკასიის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე შევიტანე საბუთები.
არც გასაუბრების თარიღი მითხრეს, არც ის უთქვამთ შედეგები როდის იქნება.
მხოლოდ ის მითხრეს, რომ ელოდებიან როდის მიიღებენ სამაგისტრო გამოცდის შედეგებს (ჩემ მიერ მიტანილს არ დაჯერდებიან).
სწავლა 2 სექტემბერს იწყება.
დეკანი შვებულებაშია.

პ.ს. რას ქვია "ელოდებიან"? უნივერსიტეტს არ უნდა ჰქონდეს ზუსტი პასუხი როდის მიიღებს ამ შედეგებს? ან რაღა დროს ლოდინია, შედეგები უკვე 9 აგვისტოს დადო ნაეკმა საიტზე.
შვებულებაც არაჩვეულებრივ დროს დაემთხვა
არ უნდა ვიცოდე გასაუბრებას რომელ რიცხვებში უნდა ველოდო? იქნებ მეც მინდა თბილისის ხვატისგან თავის დაღწევა.
მოკლედ რა, ველკომ თუ ჯორჯია კვლავაც და კვლავაც.
This post has been edited by BUTUSA on 29 Aug 2013, 10:41