!!!მათ გასაგონად ვინც კავკასიის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას და მითუმეტეს ინფორმატიკაზე!!!
ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ ჩემი 4 წლიანი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და წარმოდგენა შეგიქმნათ იმის შესახებ თუ რა გელოდებათ ამ უნივერსიტეტში და ინფერმატიკის სფეროში ზოგადად.
დავიწყოთ უნივერსიტეტით:
ჯიქიაზე (ჯიქიას ქუჩის ბოლოს) დაგხვდებათ შენობა რომელსაც აწერია "კავკასიის უნივერსიტეტი", შიგნით შესვლისას აღმოაჩენთ რომ თურმე მარტო კავკასიის უნივერსიტეტი არაა ამ შენობაში, ამ შენობაში მეორე სართულას განლაგებულია წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლა-კოლეჯი თუ რაღაც ეგეთი აღარ მახსოვს , ხოლო მესამე სართულზე თქვენ გელოდებათ ნარჩენების გადამამუშავებელი სამინისტრო თუ რაღაც მაგდაგვარი.
მოკლედ როცა კიბით აცდებით მეორე სართულზე კოლეჯს და მესამე სართულზე სამინისტროს მეოთხე სართულზე (კარგ შემთხვევაში, ცუდში მეექვსე სართულზე) დაღლილ დაქნცულს თქვენ გელოდებათ კავკასიის უნივერსიტეტი ის ადგილი სადაც მოსახვედრად ამდენი იწვალეთ.
ხო კიბით მოგიწევთ ასვლა ყოველთვის იმიტომ რომ 2 ლიფტია როგორც მახსოვს, 3 კაციანი ლიფტები აი ძველათ რომ იყო ისეთი ტიპის და ამ 3 კაციან ლიფტზე 5 ლექტორი აწყდება, 2 ვერ ეტევა და გვერძე ლიფტში გადარბის, თუ კარგად არ ჩაუსაფრდი ის დარჩენილი ადგილიც არ მოგიწევს
თუ მწეველი ბრძანდებით ამ კიბეებზე ბევრი მოგიწევთ სირბილი, იმიტომ რომ უნივერსიტეტში კიბეებზე მოწევა აკრძალეს და 200 ლარით ჯარიმდება (ესეც დამატებითი შემოსავალი

), ადრე საწყლად 150 კაცი 2 კიბის საფეხურზე ვეწეოდით
რაც შეეხება შენობას, საერთოდ არ არის ეგ შენობა გათვლილი უნივერსიტეტზე, ჩვეულებრივი კორპუსია, რომელიც ძალით ვითომ უნივერსიტეტი, რაღაც კოლეჯი და კიდევ უფრო რაღაც სამინისტრო გახადეს.
არ გქონდეთ იმედი ტრენაჟორების დარბაზის, ლაბორატორიების, კარგად აღჭურვილი კომპიუტერული ოთახების (10 ინჩიანი ნეტბუქი არ უნდა დაუდო პროგრამისტ ადამიანს), ქსელების ლაბორატორიას 4 წელი გვპირდებოდნენ მაგრამ კიდევ 4 წელი არ იქნება და ასე შემდეგ.
ასევე არ გქონდეთ იმედი რომ რბილ სკამზე დაჯდებით, ძველათ რომ ხის სკამები იყო სავარაუდოდ ეხლაც ეგ უდევთ, მე ეგ მედო

მოკლედ რომ მოხვდებით ამ უნივერსიტეტში ბევრი თქვენგანი დაიწყებს ფიქრს თქვენი სახლისთვის ლოჯი ხომ არ მიგეშენებიათ და უნივერსიტეტი გაგეხსნათ

განათლება:
რაც შეეხება განათლებას აქ სრული წესრიაგია.

ვიხუმრე აქ კიდე უარესადაა საქმე
გასწავლიან ისეთ ციყვობებს რომ ლეღვობების სწავლას ინატრებ

უაზრო საგნებით გატენილი, რომელიც 0.001% იც არაფერში გამოგადგება ინფორმატიკის ფაკულტეტზე ყოველ შემთხვევაში. რაღაც უაზრობებს გაზუთხინებენ და 200% ით ითხოვენ შემდეგ უკან რომ იქნებ როგორმე გაგაფეილონ და ფული გადაგახდევინონ (უყვართ ფული რა ქნან

ვერ გაამტყუნებ).
ერთი დღე თუ გააცდინე 3 არა გეწერება, 10 არა თუ გეყოლება სემესტრში ავტომატურად გაფეილებული ხარ, ქულას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ 3 დგე თუ გაგიცდა მაგარ შარში ხარ (ძალიან უყვართ ფული რა ქნან

)
მოკლედ 2 წელი ვუყურე ამ კომედიას და მივხვდი ასე აღარ შეიძლებოდა გაგრძელება. გადავედი საქართველოს უნივერსიტეტში სადაც ნორმალური პირობები დამხვდა და მივხვდი თურმე უნივერსიტეტი რა ყოფილა. სწავლით აქაც ვერ გახდები პროფესიონალი თუმცა უბრალოდ მიმართულებას მაინც მოგცემენ და ხელს არ შეგიშლიან. უნივერსიტეტი უნივერსიტეტს გავს.
შემდეგ პოლონეთში გავაგრძელე სწავლა და ამასობაში მივხვდი ერთს, ინფორმატიკაზე თუ აბარებ უნივერსიტეტში ჯობია გეპეი ან რაიმე ეგეთი აირჩიო, ხელს არ შეგიშლიან და ფულებს არ წაგართმევენ, სამაგიეროდ გაქვს დრო შენ თავთან იმუშაო და 4 წელიწადში დიპლომსაც გაძლევენ, რომელიც ჯერ ჯერობით არცერთ დამსაქმებელს არ უკითხავს ჩემთვის

მეც პოლონეთში ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს (ვებ პროგრამირებას), იქაური უნივერსიტეტიც დამეხმარა გარკვეულწილად, ბევრი ჩემი მეგობარიც, ვინც ჩემთან ერთად იყო კურსზე მასე მოიქცა და დღეს წარმატებული პროგრამისტები არიან. მეც ვმუშაობ და მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიებიდან, არც სამსახურის ნაკლებობას ვუჩივი და არც ანაზღაურებას.
ამის საპირისპიროდ კი ბევრი ჩემი კურსელი ვიცი ვინც 100% ით დახურა საგნები და ვერ დაუწყიათ მუშაობა.
ინფორმატიკაში მაინც, ყველას ფეხებზე ახატია შენი დიპლომი, აინტერესებთ შენი ნამუშევრები და გამოცდილება.
ეს ყველაფერი დავწერე იმიტომ რომ ვიღაცას რომ ჩემთვის 4 წლის უკან მსგავსი დაეწერა ბევრ სირთულეებს, ტანჟვას და შეცდომებს ამაცილებდა. იმედი მაქვს ეს პოსტი დაეხმარება ვინმეს ვინც გაუგებრობაშია.
P.S.
თუ დაგაინტერესათ ისე კიდე ბევრი სასაცილო რამის მოყოლა შემიძლია კავკასიის უნივერსიტეტზე