ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ვინ რა იცით დაწერეთ ამ კითხვებზე პასუხი თორე დაღუპულ ვარ

ხვალ უნდა მივიტანო პასუხებიიიი
1)ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავყოფას დღეს რამდენიმე მუზეუმი ემსახურება. დაასახელეთ როდის და სად გაიხსნა ილიას უკვდავყოფის ეს მნიშვნელოვანი კერები
2)"ერთი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა თავის ღონეს და შესაძლებლობას, თავის ხატსა და მაგალიც, ამიტომაც იგი ზოგ მათგანს წმინდანის გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს"
ილია ჭავჭავაძის რომელი სტათიიდან არის დამოწმებული აღნიშნული ციტატა?
3)ილია ჭავჭავაძის რომელი დრამატული პოემა ამშვენებს თავისუფლებისადმი მიძღვნილი ოდა: " თავისუფლებავ შენ ხარ ქაცთა ნავთსაყუდარი.."
4)დაასახელეთ მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგმული ძეგლის ავტორი და აღნიშნეთ ამ ძეგლის სახელწოდება
5)რომელმა ქართველმა მხატვარმა მოხატა გაზ. "ივერიის" რედაქტორის სამუშაო ოთახი წმინდა ნინოსა და ისტორიულ პიროვნებათა პორტრეტებით?
6)ილია ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დაწყებულ მოძრაობაში.
დაასახეეთ პიროვნებები, რომლებთან ერთადაც ილია ჭავჭავაძე ორჯერ იyო პეტერბურგში სინოდის ობერ-პროკურორთან
7) ვიქტორ ჰიუგოს რომელი პუბლიცისტური ნაწარმოები თარგმნა ილია ჭავჭავაძემ?
8)ვინ დაარსა ილორში სასულიერო სასწავლებელი?
9)რომელი ცნობილი მომღერალთა გუნდი მონაწილეობდა სოხუმში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართულ სადილზე?
10)ვინ იყო ანთიმოზ ჯუღელი?
11)რა ნათესავური კავშირი არსებობდა გიორგი შარვაშიძესა და მამია გურიელს შორის?
12)სად მოუწყო შეხვედრა სოხუმის ინტელიგენციამ ილია ჭავჭავაძეს?
13)"დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან აღასრულა მან თვისი ვალი"
რას ამშვენებს ილია ჭავჭავაძის ეს უკვდავი სტრიქონები?
14)თანამშრომლობდა თუ არა გიორგი შარვაშიძე გაზეთ "ივერიაში"?
15) დაასახელეთ ილია ჭავჭავაძის აფხაზეჩი ჩასვლის მიზანი
16)რომელი ქართველი პოეტის მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ზეიმში მიიღო მონაწილეობა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ?
17)იცნობდა თუ არა ილია ჭავჭავაძე ივანე და ალექსანდრე შარვაშიძეებს?
18) დაასახელეთ ქართველი მსახიობები, რომლებმაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად გადაიღეს პოტო ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეების ბაღში[B]