მოკლედ განათლებულო ხალხო მჭირდება თქვენი რჩევა დარიგება:
ესეიგი მე ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის 3 ძირითად საგანში მე-7 კლასიდან. მაქვს გადაწყვეტილი ბავშვობიდან ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება, კერძოდ ბიზნესი მიზიდავს, მენეჯმენტი და მარკეტინგიც მეტნაკლებას.
შესაბამისად დღეს საქართველოში არ თუ ისე ბევრი უმაღლესია ,,ჰაი კლასის'' და არჩევანის გაკეთება მიწევს ESM და ჯავახიშვილს შორის... (მეორე საკითხია მოვხვდები თუ არა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება)
თუ მე ზემოთ ნახსენებ სასწავლებლებში მოხვდვი ვიცი რომ სწავლა მომიწევს.
პრობლემა რაში მდგომარეობს:
მინდა პირველი-მეორე კურსიდან სამსახურის დაწყება რაც ხელს შეუშლის სწავლის პროცესს... და მთელი შრომა წყალში ჩამეყრება რადგა პარალელურად ვერ ვისწავლი ნორმალურად და ვერ ვიმუშავებ, რადგან მოგეხსენებათ ,, ორი კურდღლით 1 მონადირეს ვერ მოვკლავ'' (ჩ. ნორისი

)
როგორ ჯობს? ჩავაბარო კარგ სასწავლებელში და კარიერას მივყვე? თუ ჩავაბარო რაიმე ,,light'' სასწავლებელში სადაც არ მომიწევს იმდენად გარჯა, და პარალელურად ვიმუშავო?
ეხლანდელ დროში ცოტა პრაქტიკულად უნდა იაზროვნო, აქედან გამომდინარე ჩავვარდი ამ საგონებელში.
ისე სამსახურის დაწყები შანსები რომ მაქვს იმიტომ წამოვაყენე ეს იდეა, და არც თუ ისე დაბალი ხელფასიანის... პარალელურად მინდა ასევე რაიმე ბიზნესით დავკავდე.

რას მირჩევთ ?