ე.ი. რა ხდება....
სარეჟისოროზე ჩაბარება მინდა საუკეთესო ვარიანტი რომელ ქვეყანაშიც იქნება იქ და გადასახდელი რამდენი იქნება მნიშვნელობა არ აქვს
ნუ არ მაქვს ინფორმაცია საერთოდ ამაზე. ანუ კონკრეტულად სად მინდა
ჯერ სანამ მაქამდე მივალ
ჩემი მდგომარეობა ასეთია 9 კლასის ადესტატი მაქვს
რა ვისწავლე ამ ცხრა კლასში აზრზე არ ვარ ოღონდ
ხოდა რითი უნდა დავიწყო სწავლა მაინტერესებს?
1 და 12 კლასის ჩათვლით ყველა წიგნი უნდა დავითრიო და აი იადან დავიწყო?
თუ გარკვეული საგნების მასწავლებლებთან მივიდე, ისინი წიგნებს მირჩევენ და დავიწყებ მათთან მეცადინეობას?
აქამდე რაც გავიგე ასეთი რამე მითხრეს, უნდა დაჯდე 10-დან 12 კლასამდე უნდა იარო აქ ისწავლო სამი წელიო
და იქნებ მთელს მასალას 5 თვეში ვითვისებ მაინც სამი წელი უნდა ვიჯდე?
ხო და თან ვთქვათ დავიწყე 10 კლაში სწავლა შევედი რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს გავიგებ წინა 9 კლასის მასალის აზრზე არ ვარ
და რა როგორ უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები

მსოფლიოში ყველაზე მაგარ სარეჟისოროზე როგორ ჩავაბარო დედაენიდან რომ მაქვს სწავლა დასაწყები იქნებ ვინმე კეთილმა ადამიანმა რუქა დამიხაზოთ
2 წლის წინ ვაპირებდი მაგრამ ვერაფერი გავიგე რა გამეკეთებინა და გალია უსაქმურად ორმა წელმა
მე კი არსად მეჩქარება, 30 წლისამაც რომ გადავიღო პირველი ფილმი არაა პრობლემა

მანამდე მაინც სცენარზე ვიჩალიჩებ ყველაფერს ავწონ დავწონი, მერე მიღებულ ცოდნასთან ერთად რასაც მასწავლიან დავხვეწავ ყველაფერს სცენარში ასჯერ მაინც გადავაკეთებ ალბათ ამ სცენარს