მოდი აქვე დავწერ ...ბევრს დააინტერესა და...არ მოიწყენენ,თან
ისეთ ენაზე დავწერ დილეტანტებიც რომ ჩაწვდნენ
ესეიგი სინათლე ასხივებს სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, ჩვენ გვაინტერესებს ხილული სპექტრი ანუ ის სპექტრი რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს..... ესაა ყველაზე დაბალი სიხშირის წითელი ფერი დან დაწყებული , ყველაზე მაღალი სიხშირის მქონე იისფერით დამთავრებული(ხილულ სპექტრზეა საუბარი)
ატმოსფერო შედგება უმეტესად აზოტისგან (80% მდე ,ზუსტად არ მახსოვს) ჟანგმბადისგან (20% დაახლოვებით) მტვრისგან ,წყლის წვეთებისგან და გაზისგან სხვადასხვა რაღაცეებისგან კიდე
სინათლის ატმოსფეროში შემოსვლის დროს როდესაც იგი ეჯახება ატმოსფეროს გაზის მოლეკულებს ნაწილი სინათლისა შთაინთქმება და ამ დროს ეს მოლეკულები იწყებენ გამოსხივებას იმ ფერით (სიხშირით) რა ფერითაც (სიხშირითაც) მოხდა შთანთქმა, ეს გამოსხივებული ტალღები გაიფანტებიან სხვადასხვა მიმართულებით მთელ ცაზე (ლურჯად)
სხვა ფერებს(სიხშირეებს) ატმოსფერო უბრალოდ გაატარებს
აქ ისაა საინტერესო რომ სხვა სიხშირეების ტალღEბის შთანთქმასაც ახდენენ ეს მოლეკულები მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ლურჯი ფერის(სიხშირის) შთანთქმა ხდება მათ მიერ და შესაბამისად ყველაზე მეტად ხდება ამ ფერის გამოსხივება/გაფანტვა მათ მიერ
სწორედ ესაა მიზეზი რომ ცა არის ლურჯი
პს. აკა რელეის გაბნევა
უბრალოდ უხეშად შევნიშნოთ რომ ეს მოლეკულები წარმოადგენენ მერხევ სისტემას საკუთარი w-სიხშირით ,რომელიც ემთხვევა დაცემული ტალღის ლურჯი ფერის სიხშირეს,ამ დროს ხდება ინტენსიური შთანთქმა ,რეზონანსი, და ეს მოლეკულები იწყებენ მეორადი ტალღების გამოსხივებას რომელთაც იგივე სიხშირე აქვთ რა სიხშირითაც მოხდა შთანთქმა (ლურჯი ანუ)..ეს ძალიან ზოგადად
lucia