AbyssWalker1) კი
2)ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი კი თავის მხრივ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ აფინანსებს უნივერსიტეტში ახლადმიღებული სტუდენტის სწავლას იმდენი სასწავლო წლის განმავლობაში რამდენი წელიც თავად ისარგებლა გარდამავალი დაფინანსების პროგრამით. როგორც წესი, გარდამავალი დაფინანსების პროგრამა გრძელდება 8 (რვა) წელი.
რაც ნიშნავს, რომ თუ შენ მოიპოვე სასწავლო გრანტი და ერთი წელი (მაგალითად) დაგიფინანსა უნივერსიტეტმა და სარგებლობ 3 წლიანი გარდამავალით, იხდი მხოლოდ ამ 3 წლისას,
საბაკალავრო პროგრამის დასრულების (როგორც წესი 4 წლიანი სწავლების) შემდეგ გადახდის გრაფიკის შესაბამისად დააფინანსოს ახლადმიღებული სტუდენტის სწავლის საფასური, რომელიც გამოითვლება შემდეგი მეთოდით: გადახდის წელს უნივერსიტეტში ახლადმიღებული სტუდენტისათვის დადგენილ სწავლის საფასურს გამოკლებული თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
რაც ნიშნავს, რომ იმ სტუდენტს უხდი, X-Yლარს. სადაც X არის უნივერსიტეტში სწავლის საფასური, რომელიც შესაძლოა აღარ იყოს 6950 ლარი და Y ლარი, კი შენი გრანტია რომელსაც აიღებ.
გასაგებია?
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...